"მინდა შევახსენო ყველას, ეს თითქოს ელემენტარულია, მაგრამ როგორც ჩანს ზოგიერთ ადამიანს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. რამ შეაჩერა 2008 წელს 100 000 - იანი რუსული არმია, იქ იმყოფებოდა ალბათ 2 000 ტანკი, 200 თვითმფრინავი თბილისის მისადგომებთან. რაც უპირველესი იყო, განსაკუთრებით პირველ დღეებში ქართული არმიის გმირული წინააღმდეგობისა, გარდა იმისა, რომ ქართული სახელმწიფო არ ჩამოიშალა და საქართველოს მთავრობა მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ თვითონ ქართველი ხალხი ერთ მუშტად შეიკრა, რა თქმა უნდა იყვნენ მოღალატეები რომლებიც ვირთხებივით ხვრელებში მიიმალნენ. ამიტომ მათ იმ მომენტში გავლენა არ ჰქონდათ, მთავარი რამაც შეაჩერა ეს იყო აშშ-ს ჩარევა, ის რომ ამერიკელებმა თურქეთში გადმოაფრინეს თვითმფრინავი და რუმინეთში, მეექვსე ფლოტი დაიძრა საქართველოსკენ და პრეზიდენტმა ბუშმა ჰუმანიტარული ოპერაცია გამოაცხადა, პირველად 10 წლეულების განმავლობაში. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში რუსეთმა დედაქალაქზე იერიში შეწყვიტა"- განაცხადა საააკასვილმა.
მისი თქმით, 2008 წელს პირველი შემთხვევა იყო ფინეთის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთი შევიდა რომელიმე ქვეყანაში და ბოლომდე ვერ დაიპყრო.
„საქართველომ სასწაული რამ შეძლო - საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით მან შეაჩერა რუსული აგრესია, რადგან დღეს ეჭვს არ იწვევს, რომ რუსეთი საქართველოში შემოვიდა ხელისუფლების დასამხობად, თბილისის დასაპყრობად ის მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც იყო უპრეცენდენტო მხარდაჭერა ეს მოხდა საერთაშორისო საზოგადოების სრული მობილიზების პირობებში"- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს პრობლემა არცერთი საეთაშორისო ლიდერის გამოსვლებში არ ჩანს.
"გამოდის პრეზიდენტი ტრამპი და მოუწოდებს რუსეთს შეაჩეროს დესტაბილიზაციური ქმედებები უკრაინაში, გამოდის ტილერსონი და ასევე მიმართავს რუსეთს არასად არ არის ნახსენები საქართველო...ჩვენ დღეს ჭირისუფლები აღარ გვყავს"-თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






