N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ქუჩის კალათბურთის მატჩი ჩატარდა
პოლიტიკა - 16:24, 11 Jul, 2017     859
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შორის გამართულ ქუჩის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ.

სპორტულ ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელი გიგა გაბელაია ესწრებოდა.

მატჩის დასრულების შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულებს სერთიფიკატები და თასები გადასცეს. გარდა ამისა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მსჯავრდებულებს საჩუქრად ტელევიზორები, ფეხბურთისა და კალათბურთის ბურთებიც გადასცა.

სპორტული აქტივობები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში რეგულარულად ხორციელდება და მიზნად მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ისახავს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, დაწესებულებაში მსჯავრდებულებს განსაკუთრებული სიყვარული აქვთ სპორტის მიმართ.

„აქ საუცხოო პირობები აქვთ და ყველაზე მთავარი ის არის, რომ თითოეულ ამ ბავშვს აქვს იმის შეგრძნება, რომ ძალიან მალე დაუბრუნდება ოჯახს გარკვეული პროფესიით, ცოდნით და უნარებით,“ - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისათვის სპორტული ღონისძიებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან. რა თქმა უნდა, სპორტული აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით, არასრულწლოვნებთან მიმართებაში. მსგავსი ღონისძიებები დიდ სტიმულს აძლევს მათ, საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე,“- აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებითა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42