"საქართველოს და ნატო-ს თანამშრომლობა რეგიონში მხოლოდ სტაბილურობის მომტანია"- თენგიზ ფხალაძე ლავროვს პასუხობს
პოლიტიკა - 16:21, 11 Jul, 2017     1410
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე სერგეი ლავროვს პასუხობს და აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის შეხვედრა საერთაშორისო ურთიერთობების იმიტაციაა, რომელსაც რეალურ საერთაშორისო ურთიერთობებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, რეალობა არის ის, რომ არსებობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, ოკუპანტი ძალა რუსეთის ფედერაცია და ნებისმიერი ე. წ. შეთანხმებას, რომელიც იქნება გაფორმებული მათ შორის არანაირი საერთაშორისო ძალა არ აქვს.

„გუშინ ჩვენ მოვისმინეთ მორიგი ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველო ძაბავს სიტუაციას რეგიონში, საქართველოს და ნატო-ს თანამშრომლობა ხელს უშლის რეგიონში სტაბილურობას.

ძალიან საშიშია ასეთი განცხადებები, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ტერიტორიის მიტაცებისაკენ, მცოცავი ოკუპაციისაკენ.

ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი და თუკი რაიმე ძაბავს სტაბილურობას, პრობლემას უქმნის რეგიონში სტაბილურობას ეს არის სწორედ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაცია და ის მცოცავი ოკუპაცია, რომელიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარტნიორებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად და ძალიან მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.

„ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საბერძნეთის ელჩთან და დღეს შემდგომი შეხვერდაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ელჩებთან სწორედ ძირითადად ამ საკითხებს დაეთმობა.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ერთიანი პოზიცია დაფიქსირდეს საქართველოს ტერიტორიებზე მცოცავი ოკუპაციისა და ფარული ანექსიის მიუღებლობასთან დაკავშირებით.

ვიტყვი იმას, რომ საქართველოს და ნატო-ს თანამშრომლობა მხოლოდ და მხოლოდ სტაბილურობის მომტანია რეგიონში, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშემწყობი ფაქტორი და მიმართულია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ და მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების კეთილდღეობისაკენ“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42