თავდაცვის მინისტრი ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა
პოლიტიკა - 15:58, 11 Jul, 2017     1046
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარს, ამერიკელ პოლიტოლოგს, ლინკოლნ მიტჩელს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს.

ლევან იზორიამ ლინკოლნ მიტჩელს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო: „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ამერიკელ ექსპერტთან. ის კარგად იცნობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, დაინტერესებული იყო თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებით. მიმოვიხილეთ ზოგადად, გლობალური უსაფრთხოების საკითხები და ამ ჭრილში გავაანალიზეთ, რამდენად ადეკვატურია საქართველოს პასუხი, რამდენად ადეკვატურია ჩვენი რეფორმები ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიასთან და რამდენად ვპასუხობთ იმ გამოწვევებს, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონულ უსაფრთხოებას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასა და განსაკუთრებით, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს, რომელიც საქართველოს 31 ივლისს ეწვევა. ლინკოლნ მიტჩელი საქართველოში საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში იმყოფება. ამერიკელი მკვლევარი ყოველწლიურად თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების“ კონფერენციაშიც რეგულარულად მონაწილეობს .

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42