რაც შეეხება პრეზიდენტის შეთავაზებას დიალოგთან დაკავშირებით კობახიძე განაცხადა, რომ გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი გაუგებარი მიზეზების გამო თქვა, შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა დღეს შეუძლებელია.
„როდესაც პრეზიდენტი უარს ამბობდა აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზის გამო 4 თვის განმავლობაში კომისიის მუშაობაში ჩართვაზე, ასეთ დროს მისი პოზიტიური როლის გამოკვეთა არის პრაქტიკულად შეუძლებელი. კონსენსუსთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით წინადადებებს ოპოზიციისგან და რატომ? ჩვენ გვქონდა ჩვენი წინადადებები და ეს ავსახეთ დოკუმენტში, აქედან გამომდინარე, თავისი წინადადებები ახლა უკვე ოპოზიციამ უნდა წამოაყენოს და დაველოდებით, რა წინადადებები ექნებათ, ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ ყველა წინადადებას. კონსულტაციებისთვის აბსოლუტურად ღია ვართ. შესაბამისად, ამ ფორმატში შეგიძლია კონსულტაციები გავმართოთ პოლიტიკურ პარტიებთან. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს, რაიმე მიმართულია პრეზიდენტის წინააღმდეგ და კონკრეტულად საკონსტიტუციო რეფორმა, ჩვენ კონკრეტული ფაქტებით და არგუმენტებით დავამტკიცეთ, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არაფერი არ იყო მიმართული. საუბარი იყო საპრეზიდენტო არჩევნებზეც და თავიდანვე განვაცხადეთ და საბოლოო ჯამში, კონსტიტუციურ პროექტში ავსახეთ, რომ მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესი რჩება. რაც შეეხება სტატუსს და კომპეტენციებს, აქ ცვლილება არ გვაქვს - სტატუსიც იგივე რჩება, კომპეტენციებიც არსებითად იგივეა. შესაბამისად, საკონსტიტუციო რეფორმით დადასტურდა, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული არაფერი არ იყო. საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მიზანი და ამოცანა, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობა იყო."- განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






