პარლამენტის თავმჯდომარის თქმით მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც კი შეიძლება ჩვენს სახელმწიფოს და მოსახლეობას აწუხებდეს, როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა როგორც მთავრობა ისე პარლამენტი მოწოდებულია იმისთვის, რომ მაქსიმუმი გააკეთოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად:
„მცოცავი ოკუპაცია არის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც შეიძლება აწუხებდეს ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას, აქედან გამომდინარე როგორც მთავრობა ისე პარლამენტი, რა თქმა უნდა, მოწოდებულია, რომ მაქსიმუმი გააკეთოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად. ამისათვის პირველ რიგში ყველა საერთაშორისო ფორმატი და მექანიზმი გამოიყენება. ჩვენ გვაქვს ინტენსიური საუბრები ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან და იმედი გვაქვს, რომ ამ ფორმატში მიღწეული იქნება პროგრესი.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






