სიაში, სულ 76 პირია - სამხედრო პირები და ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც.
ამის შესახებ ინფორმაცია, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა აფხაზეთში ე.წ. ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.
„სამხრეთ ოსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის გენპროკურატურას სია გადასცა, საერთაშორისო ძებნის გამოასცხადებლად. მასში სააკაშვილი და ქართველი სამხედროებიც არიან, სულ 76 ადამიანი, რომლებიც ადამიანების მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილები“ - განაცხადა ბიბილოვმა.
მისი თქმით, ცხინვაკმა ასეთი დოკუმენტები ჰააგის სასამართლოსთვისაც არის მომზადებული, თუმცა ჯერჯერობით „საქმე არ იძვრის.“
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვესმის ჰააგის სასამართლოს პოზიცია იმ დანაშაულებისადმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინა სამხრეთ ოსეთთან მიმართებით“ - დასძინა ბიბილოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






