მისი თქმით, ივანიშვილის გუნდმა საერთაშორისო რადარებიდან საქართველოს საკითხი "ეშმაკურად" ჩამოხსნა.
"მცოცავი ანექსიის შეჩერება პოლიტიკური წნეხით შეიძლება, ეს არის საერთაშორისო ზომები, რომელსაც დღეს თავისუფალი სამყარო საქართველოს სასარგებლოდ არ იღებს, იმიტომ რომ "ქართულმა ოცნებამ" საქართველო ყველა საერთაშორისო რადარიდან ჩამოხსნა. შექმნა ილუზია, რომ თითქოს რუსეთთან ერთი-ერთზე, თვითონ შეუძლია საუბარი. ეს უბრალო შეცდომა არ არის - ეს ისტორიული დანაშაულია. უსწრაფესად უნდა აღდგეს ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენს მოკავშირეებთან ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ, ძალიან ეშმაკურად და მოღალატურად გაწყვიტა. ის რომ ხელისუფლებას მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ სტრატეგია არ გააჩნია, ეს შემთხვევითი არ არის. ეს არის შეგნებული ბოროტება, რომელიც რუსეთის მითითებით, ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს"- განუცხადა "ნიუპოსტს" ნიკა რურუამ.
ენმ-ს წევრმა "პატრიოტთა ალიანსის" წევრების მიერ მოსკოვში პუტინის პარტიის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრაც შეაფასა და ინაშვილის პარტიის ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებთან ვიზიტს კოლაბორაციული უწოდა.
"ეს არის სამარცხვინო ნაბიჯი და თვითლუსტრაცია. სხვათა შორის ძალიან კარგია - როგორც ბურჯანაძემ მოიჭრა თავი, ახლა ისინიც მოიჭრიან თავს. "პატრიოტთა ალიანსის" შესახებ ჩვენ ისედაც ვიცოდით, მაგრამ როგორც ჩანს მათაც უნდათ, რომ მტერთან თანამშრომლობის ტაბუ დაარღვიონ. ყველაფერს რომ თავისი სახელი დაერქმევა ეს კარგია"- დასძინა რურუამ.
მასალის გამოყენების პირობები






