ენმ-მ პარლამენტს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შესატანად ახალი ინიციატივა წარუდგინა
პოლიტიკა - 11:27, 11 Jul, 2017     603
საპარლამენტო ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში განსახილველად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომელიც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

"ცვლილებების მიზანი მთავრობის მიერ პარლამენტის გვერდის ავლით სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობის დაუგეგმავი ხარჯების გაწევის პრაქტიკის აღმოფხვრა.

საბიუჯეტო კოდექსის ცალკეული მუხლები თავისი შინაარსით ორაზროვანი ხასიათისაა და საშუალებას აძლევს საქართველოს მთავრობას პარლამენტთან შეუთანხმებლად მოახდინოს საბიუჯეტო თანხების სარეზერვო ფონდებში აკუმულირება და მისი უკონტროლო ხარჯვა. აღნიშნული ტენდენცია წლიდან წლამდე მასშტაბური ზრდის ტენდენციით ხასიათდება. კერძოდ, მთავრობის სარეზერვო ფონდის დამტკიცებული მოცულობა 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით 50 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, თუმცა ფისკალური წლის ბოლოს მთავრობის სარეზერვო ფონდის საბოლოო ოდენობამ 178,1 მლნ ლარი შეადგინა და მნიშვნელოვნად, 256 პროცენტით გადააჭარბა (128,1 მილიონი ლარით) ბიუჯეტის კანონით განსაზღვრულ გეგმიურ მაჩვენებელს. 2015 წელსაც ანალოგიური ვითარება იყო- მთავრობის სარეზერვო ფონდის ასიგნებები 85 მლნ. ლარით იქნა განსაზღვრული, თუმცა წლის ბოლოს მისმა მოცულობა 170,1 მილიონ ლარს მიაღწია.

გარდა ამისა, არსებული პრაქტიკით, ხშირ შემთხვევებში ადგილი აქვს სარეზერვო ფონდის სახსრების მიმართვას ისეთი ხარჯების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებენ და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.

წარმოდგენილი კანონპროექტი თვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების მოცულობის ზღვრული ოდენობის შემცირებას სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობის ერთ პროცენტამდე, ნაცვლად დღეს მოქმედი 2 პროცენტისა. ამასთანავე, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პარლამენტთან შეუთანხმებლად განკარგოს ფონდებში გადატანილი თავისუფალი სახსრები, თავდაპირველი წლიური საბიუჯეტო კანონის მიხედვით დამტკიცებული ფონდების მოცულობის არაუმეტეს 10 პროცენტისა. იმ შემთხვევაში, თუ ფონდებიდან ხარჯვის საჭიროება გადააჭარბებს დადგენილ 10 პროცენტიან ზღვარს, საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს უნდა წარუდგინოს დასამტკიცებლად წლიურ საბიუჯეტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი. ასევე, კოდექსში შემოდის ახალი ტერმინი-ფორს-მაჟორული ვითარება, რომელზეც არ გავრცელდება ახალი შეზღუდვები და აღნიშნული უზრუნველყოფს ფონდებიდან თანხის შეუფერხებელ ხარჯვას.

აღნიშნული ცვლილებები საბიუჯეტო ხელს შეუწყობს თანხების ხარჯვის მიზნობრიობის გაზრდასა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მხრიდან ბიუჯეტის სწორ დაგეგმვას"- აცხადებენ ენმ-ში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42