ქართველი იუნკერი სენ-სირის სამხედრო სკოლის სტუდენტი გახდა
პოლიტიკა - 10:49, 11 Jul, 2017     1374
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეორე კურსის იუნკერი სწავლას სენ-სირის სამხედრო სკოლაში გააგრძელებს. დღეს, ზურაბ მანჩხაშვილს საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩმა, პასკალ მენიემ უმასპინძლა, საფრანგეთის სამხედრო სკოლაში ჩარიცხვა მიულოცა და წარმატებები უსურვა. იუნკერს მხარდაჭერა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ და საფრანგეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ოლივიე მადიომაც აღუთქვეს.

იუნკერი ზურაბ მანჩხაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან პირველი წარმომადგენელია, რომელიც სწავლას საფრანგეთის რესპუბლიკაში, სპეციალურ სამხედრო სკოლაში განაგრძობს. ის სამი წლის განმავლობაში სენ-სირის სამხედრო სკოლაში კურსს „ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციების მართვის“ მიმართულებით გაივლის.

სენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლა მაღალი დონის (მაგისტრატურა) სამხედრო-საგანმანათლებლო სასწავლებელს წარმოადგენს. სკოლა სახმელეთო ძალების მომავალ ოფიცერს იმ ფუნდამენტურ ცოდნას აძლევს, რაც კარიერის განმავლობაში თავისი ფუნქციების სათანადოდ განხორციელებაში დაეხმარება.

დღესვე, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში 5 ქართველ სამხედრო მოსამსახურეს პასკალ მენიემ DELF (ფრანგული ენის ფლობის დამადასტურებელი დიპლომი) გადასცა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და სამხედროებს წარმატებები უსურვა.

ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და საფრანგეთის საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42