ისინი ხელისუფლებას მცოცავი ანექსიის წინააღმდეგ სტრატეგიის დაუყოვნებლივ შემუშავებისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ ვფიქრობთ, საქართველოში არ არსებობს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა შეძლებს, მსგავს აგრესიას წინააღმდეგობა გაუწიოს. სწორედ გარკვეული სტრატეგიის, პლატფორმის შემუშავება არის დღევანდელი შეხვედრის ძირითადი მიზანი, რასაც ექსპერტებთან, ხელისუფლების და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პრობლემის ცნობადობა გავზარდოთ საქართველოს ფარგლებს გარეთაც,“ - აცხადებს კონრად ადენაუერის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი, ბენიამინ ფრიკე.
ადენაუერის ფონდი დღეს საქართველოს ატლანტიკურ საბჭოსთან ერთად შეხვედრას მართავს.
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას თქმით, რუსეთი არის მთავარი საფრთხე, რაც ხელისუფლებას ჯერ არ უღიარებია.
„რუსული ოკუპაცია და მცოცავი ანექსია არის ის მთავარი თემა, რომელსაც ბევრი პასუხი უნდა გაეცეს. ერთ ის, რომ როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის შეკავება, რა სტრატეგია უნდა შეიმუშაოს მთავრობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვისაუბრებთ ამაზე. რუსეთი არის მთავარი საფრთხე, რაც ჩვენს ხელისუფლებას ჯერ არ უღიარებია, სამწუხაროდ, ფორმალურად. ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, შემდეგ უნდა იყოს სტრატეგია და ამ სტრატეგიის განსახორციელებლად პოლიტიკური ნება და ინსტიტუციონალური მექანიზმები,“ - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა, ბათუ ქუთელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






