,,პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტი, რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერის ინიციატივით დაიგეგმა
პოლიტიკა - 21:33, 10 Jul, 2017     11752
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მოსკოვში ვიზიტი, რუსეთის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ლეონიდ კალაშნიკოვის ინიციატივით დაიგეგმა. ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, პატრიოტთა ალიანსის წევრებს, როგორ მისი პარტიის ასევე პუტინის პარტიის „ედინაია რასიას“ წევრებიც შეხვდებიან.

„პირადად მე გახლდით ამ შეხვედრის ჩატარების ინიციატორი. პატრიოტთა ალიანსი შევარჩიეთ იმიტომ, რომ მათ ნათლად აქვთ გაცხადებული, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების წინააღმდეგნი არ არიან. შეხვედრა ჩვენი თანაშემწეების მეშვეობით დაიგეგმა, ეს იქნება გაცნობითი შეხვედრა და შემდგომ ნაბიჯებზე შემდგომ ვილაპარაკებთ. ამ ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია, დეპუტატებმა შესაძლოა აღმასრულებელ ხელისუფლებას საკითხის გადაჭრა აიძულონ.“- განაცხადა კალაშნიკოვმა.

კალაშნიკოვის თქმით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ტერიტორიებზე არ იქნება:
„პირადად მე არ ვილაპარაკებ ტერიტორიულ თემატიკაზე, რა თქმა უნდა ვერ გადავჭრით, ვინ, როდის, სად, რა ბოძი გადაწია. მაგრამ შევეხებით როგორ ცხოვრობს იქ ხალხი და როგორი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. თუ შემოთავაზება იქნება საქართველოშიც ჩამოვალ.“- განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში.

რუსეთის სათათბიროს დეპუტატის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე ზატულინის თქმით შეხედრაზე მსჯელობა იქნება აფხაზეთის რკინიგზაზე და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზეც.

„შეხვედრაზე ბევრი საკითხი შეიძლება განიხილონ, მაგალითად საზღვართან დაკავშირებული, ასევე ის ნაბიჯები , რომელიც მიმართულია დაძაბულობის მოხსნისკენ. საუბარი იქნება იმაზეც, როდის და რა პირობებში იქნება შესაძლებელი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ხვალ შეიძლება პოზიციების დასაზუსტებლად განიხილონ ოკუპაციის შესახებ კანონია. ამ კანონის მოქმედებამ საქართველოს არანაირი შედეგი არ მოუტანა. დღის წესრიგში შეიძლება დადგეს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის თემაც, რომელიც სამომავლო ურთიერთობისთვის უდაოდ მნიშვნელოვანია.“- განაცხადა ზატულინმა. მისი თქმით რამდენიმე კვირის წინ ზაქარია ქუცნაშვილთან შეხვედრამ დაარწმუნა, რომ რუს და ქართველ დეპუტატებს მოლაპარაკების რესურსი გააჩნიათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42