კახიშვილი სასჯელაღსრულების ტენდერებში კორუფციას უარყოფს და ბაჯელიძის წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს
პოლიტიკა - 19:50, 10 Jul, 2017     1629
სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის, ნათესავის კომპანიამ გამარტივებული წესით სასჯელაღსრულების უწყებისგან მილიონ-ნახევრის ანაზღაურება მიიღო, სასჯელაღსრულების მინისტრმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.

კახი კახიშვილი კატეგორიულად უარყოფს უწყების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რაიმე კორუფციულ გარიგებას. მისი თქმით ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელს გიორგი ბაჯელიძეს, რომელმაც სასჯელაღსრულების უწყება კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა, სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა დეზინფორმაციის გავრცელებისთვის:

„ეს არის ევროკავშირის რეკომენდაციები სასჯელაღსრულების უწყებისთვის, რათა მოხდეს ბიზნესის ინტერესების დაცვა, რომ რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას სამინისტროში და პატიმრები დასაქმდნენ. ზუსტად ამ მიზნით გამოცხადდა ღია კონკურესები და არა დახურული, როგორც ამ განცხადების ზოგზოგიერთი ავტორი იყო მიჩვეული თავის დროზე, როდესაც მუშაობდა შესყიდვებში და კონვერტებით უგზავნიდა წინადადებებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იყო წინადადებები გამოქვეყნებული კონკურესთან დაკავშირებით. ყველა ის კომპანია, რომელიც შემოვიდა, იხდის გადასახადებს ჩვენს დაწესებულებებში მიწით სარგებლობისთვის, ვალდებულებებში აქვს ინვესტიციების ჩადება, მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას ჩადებული აქვს 300 000 ლარი და ასევე პატიმრების დასაქმება. კომპანია „ნილს“ ერთი დღეც არ ჰქონია სასჯელასღსრულების სამინისტროში კვების ტენდერთან შეხება. კომპანია „ნილი“ 30 დეკემბერს ტენდერში მონაწილეობდა, მაგრამ მან ტენდერი წააგო და ამის შემდეგ აღნიშნულ კომპნიასთან სამინისტროს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. ორგანიზაციამ ევროკავშირის გრანტით შეიძინა სპეციალური ხელსაწყოები და ქალთა დაწესებულებაში შექმნეს სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ქალბატონებს კერვა ასწავლეს და ისინი ევროკავშირის გრანტით ფინანსებოდნენ. მას შემდეგ, როდესაც გრანტის ვადა გავიდა, ეს საწარმო ადგილზე დარჩა, ბუნებრივია, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ ციხის ტენდერებში. სამინისტროს გვაქვს მთავრობისგან ნებართვა, რომ პირდაპირი წესით შევისყიდოთ ციხეში დამზადებული პროდუქცია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფასი საბითუმოს არ აღემატება, თუმცა, ასევე იყო შემთხვევები, როცა ჩვენ მათგან ვერ შევისყიდეთ პროდუქცია, ვინაიდან მათი ფასი იყო უფრო მაღალი.

ასეთი შეგნებული დეზინფორმაცია, აუცილებლად დასრულდება ბაჯელიძის სასამართლოში გამოცხადებით, ჩვენ ხვალ დილის საათებში შევიტანთ საჩივარს. მე ასევე მივმართავ პროკურატურას, ვინაიდან გაკეთდა განცხადებები კორუფციულ ფაქტებთან დაკავშირებით და ეს რა თქმა უნდა მიოცავს სისხლის სამართლის საქმის ნიშნებს, დაიწყონ გამოძიება, დიაბარონ ბაჯელიძე და გააფრთხილონ ცრუ დასმენასთან დაკავშირებით. თუ მისი განცხადებები არ დასრულდება ბრალის დადასტურებით, მაშინ მას მოუწევს ბრალის აღიარება ცრუ დასმენის გამო, სხვათა შორის ამისთვის სანქციაა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და იმედს ვიტოვებ, რომ ზოგიერთი გამოსწორდება ამის შემდეგ.“- განაცხადა კახი კახიშვილმა.

მისი თქმით პატიმრების კვებასთან დაკავშირებული საკითხების გასაიდუმლოება, უწყების ინნიციატივა იყო. ვინაიდან შეუმოწმებელი კომპანიების უწყებაში შეშვების შემდეგ შესაძლოა ადგილი ქონოდა პატიმრების შეგნებულ მოწამვლას და ამით ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას. სწორედ ამიტომ სასჯელაღსრულებამ ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, რომელიც შემოწმებულია და სახელმწიფო საიდუმლოებასთან წვდომის უფლება აქვთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42