დაპირისპირება ანი წითლიძესა და ირაკლი ღურცკაიას შორის, რომელიც დღეს უკვე ,,ევროპული საქართველოს" წევრია, გუშინ საღმოს სოციალურ ქსელში დაიწყო, რომელსაც დღეს გაგრძელება მოჰყვა, რაც ანი წითლიძის მხრიდან ღურცკაიასთვის რამდენიმე სილის გაწნით დასრულდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საკრებულოს წევრმა ანი წითლიძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას აღნიშნული ფაქტი არ უარყო.
წითლიძე აღნიშნავს, რომ დაპირისპირება მასსა და ღურწკაიას შორის სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი პოლიტიკოსის ფეისბუქ გვერდზე დაიწყო, სადაც ენმ-ს წევრის თქმით, ირაკლი ღურწკაიამ შეურაცხყოფა მიაყენა.
დაპირისპირება დღეს, ღურწკაიას კუთვნილ მაღაზიაში გაგრძელდა.
"ამ ადამიანს პიროვნულად არც კი ვიცნობ. ფეისბუქზე ერთ-ერთ ოპონენტთან კამათისას, მან ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა. დღეს ქუჩაში შემხვდა, ვუთხარი თავი შეეკავებინა მსგავს ტონში საუბრისგან. მან პირისპირ შეხვედრისას მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ადეკვატური პასუხი მიიღო - სილა გავაწანი. მანაც მომიქნია ხელი... ამის შემდეგ ისევ მიიღო ალიყური. ის, რომ ქალი ვარ არ ნიშნავს იმას, რომ თავის დაცვა არ შემიძლია"- განაცხადა ანი წითლიძემ.
მისი თქმით, ღურწკაია 2014 წელს "ნაციონალურ მოძრაობას" ოფისში ქვებით უვარდებოდა.
ენმ-ს წევრის თქმით, თუ ირაკლი ღურწკაია სამართალდამცავებს მიმართავს, მზად არის სასმართლოს წინაშე წარსდგეს.
"პოლიტიკური პაექრობა კი ბატონო, აი, პიროვნულ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ"- თქვა წითლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






