"რაც დიალოგი დავიწყეთ, აღდგა ვაჭრობა რუსეთთან"- რა შედეგები მოიტანა "პრაღის ფორმატმა"
პოლიტიკა - 16:43, 10 Jul, 2017     2552
პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრაღაში მისი და გრიგორი კარასინის შეხვედრების შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ „პრაღის ფორმატის“ შედეგია მილიარდი დოლარის ღირებულების ექსპორტი, აღდგენილი სატრანსპორტო კომუნიკაცია და გათავისუფლებული პატიმრები.

„ამ ფორმატს აქვს ძალიან კონკრეტული მანდატი და შემოიფარგლება კონკრეტული საკითხებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები. მას შემდეგ რაც, ეს დიალოგი დავიწყეთ და აღდგა ვაჭრობა რუსეთთან, გაიხსნა რუსეთის ბაზარი. ჩვენი ექსპორტი რუსეთის ბაზარზე 2013 წლამდე იყო - 0, რუსეთისა, ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია ქართულ ბაზარზე. ასეთი დისბალანსი იყო. ამ წლების მანძილზე, საქართველოდან რუსეთში გავიდა მილიარდამდე საფასურის ქართული პროდუქცია, ეს არის ექსპორტი. ამან ხელი შეუწყო გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას.

ჩვენი ქვეყნის რვა მოქალაქე, რომელიც იხდიდა მრავალწლიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში, გავათავისუფლეთ. ისინი საქართველოში არიან, ოჯახებს დაუბრუნდნენ. მათ კიდევ რამდენიმე წელი ელოდათ რუსეთის საპატიმროებში ყოფნა.“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42