"ბანერების აღმართვას მიზანია, რომ ქართულმა მხარემ დაიწყოს მოლაპარაკებები ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან"- აბაშიძე
პოლიტიკა - 16:30, 10 Jul, 2017     4357
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ოკუპანტების მიერ ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის მიზანი, არის ის რომ საქართველო აიძულონ ე.წ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ. საზღვრის დემარკაციაზე საუბარი დაიწყოს. აბაშიძის თქმით საქართველო დეფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს და პროცესის შეჩერებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლით ეცდება:

„ამ ბანერების აღმართვას აქვს ერთ-ერთი მიზანი, რომ აიძულოს ქართული მხარე რომ დაიწყოს საუბარი ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ე.წ საზღვრის დემარკაციაზე. რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს ჩვენ ვერანაირად ვერ დავიწყებთ დე ფაქტო ხელისუფლებასთან ამაზე რაიმე სახის მოლაპარაკებებს. გავაგრძელებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლით ეს პროცესი შეჩერდეს, შეწყდეს და დაიწყოს ამ პრობლემების მოგვარება. ამას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს.ეს პრობლემები, რომელიც ასეთი მძიმე ფორმით შეიქმნა და მოსდევს 2008 წლის ომს და მისი შედეგია მნიშვნელოვანწილად, არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი სამიზნე, რათა მოხდეს მათი მინიმიზირება და ეტაპობრივი მოგვარება.“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42