მათი თქმით აუცილებელია, ჯანსაღმა ოპოზიციურმა ძალებმა გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები და ადგილობრივ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ თბილისის და სხვა ქალაქების მერობის ერთიან კანდიდატებს. ერთიანი კანდიდატად შესაძლოა დასახელდეს ნებისმიერი პარტიის წევრი ან უპარტიო კანდიდატი, გარდა „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პირებისა.
"ჩვენ გვყავს თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ ამის მიუხედავად მზად ვართ გავითვალისწინოთ ის წინადადებები, ინიციატივები, რასაც ოპოზიციური პარტიები გვთავაზობენ. მაგალითად ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ იმაზე, ოპოზიციურ პარტიებს გვეყოლება თუ არა საერთო კანდიდატი. შესაძლოა, ეს კანდიდატი იყოს ჩვენი წარმომადგენელი და ოპოზიციურმა პარტიებმა მას დაუჭირონ მხარი, შესაძლოა, იყოს ნეიტრალური კანდიდატი, შესაძლოა, იყოს სხვა პარტიის კანდიდატი"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
კვირის მანძილზე ისინი შეხვედრებს გეგმავენ სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.
"თუ მოვახერხებთ, ერთობლივად, გვინდა, ქალაქს წარვუდგინოთ კანდიდატი, რომელიც თბილისის პრობლემებს მოაგვარებს. ქალაქს სჭირდება მერი, რომელიც იზრუნებს არა საკუთარი პარტიის ინტერესებზე, არამედ საცობებზე, მახინჯ მშენებლობებზე, ეკოლოგიაზე. " - აღნიშნა კახა კუკავამ.
მასალის გამოყენების პირობები






