,,ბრეგაძე-სადღობელაშვილები რუსული პროპაგანდის ინსტრუქციებს სარფიანად ასრულებენ“
პოლიტიკა - 15:10, 10 Jul, 2017     1302
თბილისში დაგეგმილ ე.წ. ქართულ მარშს წერილით ეხმაურება მოძრაობა ,,დაბრუნების“ თავმჯდომარე მალხაზ პატარაია.

,,14 და 16 ივლისს ხელისუფლების მარბიელი შავრაზმელები აპირებენ ე.წ. ,,ქართულ მარშს“ თბილისსა და ბათუმში რუსული ანალოგით და დაკვეთით. ასეთი მარშები რეგულარულად იმართება რუსეთის ქალაქებში ,,რუსული მარშის“ სახელწოდებით, რომელსაც მთავრდება ეთნიკური ანგარისწორებით და მსხვერეპლით, მათ შორის ქართველების მიმართაც.

არალეგალური იმიგრაცია ყველა დასავლური სახელმწიფოსათვის აქტუალური საკითხია, მას გააზრებულად, სიფრთხილით ეკიდებიან და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ამავე დროს ყველგან კარგად ესმით, რომ ამ თვალსაზრისით რაიმე სახის ეთნიკური დიფერენციაცია დაუშვებელია, რადგან ასეთი მიდგომა სრულიად ერთმნიშვნელოვნად არის რასიზმი და დისკრიმინაცია.

გამოცხადებული ფაშისტურ-კრემლოიდური დებოში სოციალური შუღლის გაღვივებისაკენ მიმართული რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი აქციაა, რომლის მიზანიც არის ეროვნული გრძნობების სიმულაციითა და კრიმინალური ფაქტების ხელოვნურად გაზვიადებით რეალური პრობლემებიდან, უპირველესად ოკუპაციის აქტუალური საკითხებიდან ფსევდოპრობლემებზე საზოგადოებრივი აზრის გადატანა; ფუნდამენტალისტურ-იზოლაციონალისტური, ბოლშევიკური ცნობიერების გაძლიერება; ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირებების კერების, ახალი მტრის ხატის შექმნა; შეტევა დასავლურ ღირებულებებზე და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.

რაც ჩამოვთვალეთ, სავარაუდოდ, ხელისუფლებისა და ყველა რუსეთუმე ორგანიზაციისათვის გაცემული ინსტრუქციის თეზისებია. ბრეგაძე-სადღობელაშვილები და მისთანები გულმოდგინედ და საფიქრებელია, საკმაოდ სარფიანადაც სწორედ ამ მითითებებს ასრულებენ.

რა თქმა უნდა, ნორმალურ ქვეყანაში ეს ჯგუფები ასეთ გაქანებას ვერ მოიპოვებდნენ. ფიზიკური ანგარიშწორების ღია მუქარის შემცველი მათი აშკარად აგრესიული განცხადებები და სიძულვილის რიტორიკა იმთავითვე მიიქცევდა სამართალდამცავი ორგანოების ყურადღებას და ეს ანონსიც არ იქნებოდა საყურადღებო. მაგრამ მათგან რეალური საშიშროება მომდინარეობს, რადგან ამ და სხვა მსგავს საქმეებში ხელისუფლება და მისი ძალოვანი სამსახურები უმაგრებენ ზურგს. არანაკლებ გასათვალისწინებელია საქართველოს საპატრიარქოში ქორეპისკოპოს იაკობის მეთაურობით მოქმედი ხელისუფლებასთან დაახლოებული ასეთივე შავრაზმელ-რუსეთუმეთა ჯგუფი, რომელსაც დღეს დომინანტური მდგომარეობა უკავია და მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც სასულიერო პირებზე, ისე მორწმუნეებზე.

აქციის ვითომ ორგანიზატორები, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის რეალურად მარგინალური სუბიექტები ვერავითარ მარშს თუ სხვა სახის რაიმე წონად ღონისძიებას დამოუკიდებლად ვერ მოაწყობენ. ამისთვის მათ არავითარი რესურსი არ გააჩნიათ. მაგრამ ხელისუფლებასა და რელიგიურ ფუნდამენტალისტ-რუსეთუმეთა მხარდაჭერის გამო, ამჯერად ქვეყნის უსაფრთხოებისა და წესრიგისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენენ.

ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ საზოგადოებას არ აჰყვეს ამ მეტად საშიშ მოწოდებას, ხოლო დასავლურ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სპექტრს-მკაცრი რეაგირება მოახდინოს ხელისუფლებისაგან წაქეზებული და მხარდაჭერილი კოლაბორაციონისტების მორიგ თავხედურ გამოხტომაზე“ - წერს მალხაზ პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42