„შეჩერდეს კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი“- პრეზიდენტი ფუნდამენტური საკითხების გადახედვას მოითხოვს
პოლიტიკა - 15:22, 10 Jul, 2017     1187
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ეკა მიშველაძე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდის პოზიცია ადასტურებს, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი თავიდანვე პერსონალურად პრეზიდენტის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება იყო. გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებას“ პროცესის შეჩერებისა და ფუნდამენტური საკითხების გადახედვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„7 ივლისს, პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებული შეთავაზება, დაწყებულიყო რეალური მოლაპარაკება საკონსტიტუციო თემებზე კონსენსუსის მისაღწევად, მმართველი გუნდის მხრიდან უარყოფილ იქნა.

„ქართული ოცნების“ განმარტებით - ისინი ყველასთან მზად არიან დიალოგის გასამართად, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის გარდა.

სამწუხაროდ, ამ უარმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა, რომ მთელი ეს პროცესი იმთავითვე, არა უკეთესი კონსტიტუციის შესაქმნელად, არამედ პიროვნულად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია იყო.

მმართველი გუნდის მხრიდან ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა მკაფიოდ აჩვენა, რომ მათი ე. წ. მზაობა კონსენსუსის მისაღწევად არაგულწრფელი და მოჩვენებითია.

შესაბამისად, პრეზიდენტის აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ერთადერთი:

პირველ რიგში შეჩერდეს ნაჩქარევად, ორი მოსმენით მიღებული კონსტიტუციის ერთპარტიული პროექტი.

კონსტიტუციაში მოხდეს ძირითადი , ფუნდამენტური საკითხების გადახედვა, როგორიცაა:

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა

ბონუსის სისტემის გაუქმება

საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაზრდა

მოსამართლეების დანიშვნის წესი

პრეზიდენტის არჩევის წესი

უშიშროების საბჭოს შენარჩუნების საკითხი

თუ საპარლამენტო უმრავლესობა, ამ ფუნდამენტური საკითხების გადახედვის გარეშე, მესამე მოსმენით მაინც მიიღებს არსებულ კანონპროექტს, ეს იქნება არაკონსენსუსური, დაბალი ლეგიტიმაციის მქონე დოკუმენტი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას “, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42