შს მინისტრი მოადგილე საფრანგეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ სემინარს დაესწრო
პოლიტიკა - 15:11, 10 Jul, 2017     887

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნატრიაშვილმა, თბილისში, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშეს ორგანიზებით ჩატარებულ სემინარში - „ორმხრივი თანამშრომობა ევრაზიული ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“ მონაწილეობა მიიღეს.

აღნიშნულ სემინარზე დასასწრებად საფრანგეთიდან თბილისში ჩამოვიდნენ: საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი - ნიკოლას გონგორა, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის წარმომადგენელი - ჟილ ვეინცი, საფრანგეთის კრიმინალური პოლიციის დაზვერვის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის სტრატეგიული ანალიზის დანაყოფის უფროსი - სესილ ოჟერო, პარიზის პროკურატურის წარმომადგენელი - დამიენ ბრუნე, ნენსის პროკურატურის წარმომადგენელი - ჟან რიშე, საფრანგეთის შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დირექტორატის ევროპის ოფისის უფროსი - დავიდ ბისტუ, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე რუსეთის ფედერაციაში - სტივენ ლე ლუა, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე უკრაინაში - სტეფანე კროზე, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში - გურკან კარასუ, საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე საბერძნეთის რესპუბლიკაში - ოლივიე რენო; საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი - გრეგორი გავრელი.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობა, ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს.

სემინარის მონაწილეებმა, ასევე, ისაუბრეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ წარმატებულ საერთაშორისო საპოლიციო და სამართლებრივ თანამშრომლობაზე. მხარეებმა ერთმანეთს ორგანიზებული დანაშაულისა და ე.წ. კანონიერი ქურდების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილებაც გაუზიარეს.

ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის დელეგაციის წევრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერეს. შსს-ს წარმომადგენლები მათ ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებასა და ფუნქციებზე ესაუბრნენ. სტუმრები შსს-ში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ, მათ შორის, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

დელეგაციის წევრები თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის 1-ელ განყოფილებასაც ეწვივნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42