,,ეფესბეს“ პროქტი „ქართველთა მარში“ თუ თავისუფალ მოქალაქეთა დევიზი STOP RUSSIA?“ - დავით დეფი
პოლიტიკა - 14:08, 10 Jul, 2017     2864
რუსული ოკუპაცია და საზოგადოების პროტესტი - რას აცხადებენ ქართველი მწერლები და როგორ აფასებენ ისინი მცოცავი ოკუპაციის პირობებში, ისეთი დემონსტრაციის გამართვას, როგორიცაა ე.წ. ქართველთა მარში და რომელიც საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული.

პოეტი დავით დეფი ქართველთა მარშს რუსულ პროექტს უწოდებს და ,,ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ დღეს თავისუფალი მოქალაქეების დევიზი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაა, ხოლო მცოცავი ოკუპაციის მორიგი ფაქტები კი მმართველი პოლიტიკური ძალის სილაჩრისა და მტერთან კოლაბორაციონიზმის კიდევ ერთი სიმბოლოა.

,,რუსეთის იმპერიამ საქართველოს სახელმწიფო თითქმის დაიპყრო - რაც უმთავრესია მათ დაიპყრეს საქართველოს მოქალაქეთა ფიქრები, გონება. მოადუნეს და თითქმის მთლიანად ჩამოშალეს სამოქალაქო შემართება არა თუ სახელმწიფო ინსტიტუტები.

მსოფლიო ამას უყურებს და არაფერს აკეთებს - რადგან საქართველოს მთავრობა, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი ამ სისაძაგლის წინააღმდეგ არაფერს აკეთებს.

მსოფლიოს სხვა საზრუნავიც ბევრი აქვს, სირიასა თუ პაკისტანში ბავშვები იხვრიტებიან და ტერორმა პერმანენტულად მოიცვა ლონდონი, ბერლინი, პარიზი, ნიცა, ბრიუსელი და ა.შ. შენთვის არავის სცხელა თუ თავი არ აჩვენე რათა დაგინახონ თუ როგორ იბრძვი, დაგინახონ რომ ისევ იბრძვი, დაგინახონ რომ არ თმობ თავისუფლებას.

ახლახანს დაპყრობილი ათი ჰექტარი მიწა, საქართველოს სახელმწიფოს მმართველი პოლიტიკური ძალის სილაჩრისა და მტერთან კოლაბორაციონიზმის კიდევ ერთი სიმბოლოა, მაშინ როცა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დევნაშია და ქართველი პატრიოტები ქვეყანას ტოვებენ, ბევრი მათგანი კი დაპატიმრებულია. ამასობაში „ქართული ოცნება“ ებრძვის საქართველოს მესამე და მეოთხე პრეზიდენტს (ამ ორ პრეზიდენტს შორის რა თქმა უნდა სახელმწიფო მოღვაწეობის დონეზე ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამ, მხოლოდ ფაქტი აღვნიშნე) და საქართველოს სახელმწიფო დღითე დღე სუსტდება - თანაც სამარცხვინოდ.

სახელმწიფო იდეისა და მოტივაციის გარეშე, რაც თავისუფლებაა და თავისუფლების დაცვა, ჯარი და პოლიცია ვერ იარსებებს, ვერ იარსებებს ვერც სამოქალაქო საზოგადოება. ივანიშვილის ილუზია ჯერ კიდევ მუშაობს და შედეგი თითქმის მიღწეულია, ესაა ტოტალური გამოლენჩება და ყველაფრის შემგუებლური დუმილი, ეს კი უკვე თავის მხრივ დასტურია, სიგნალია, გზავნილია - საქართველო რუსეთის საკუთრებად გახდომისთვის თითქმის მზადაა.

მაშინ როცა 2004 წლიდან 2012 წლამდე, რუსეთის მხრიდან და ქართული „მეხუთე კოლონის“ მხრიდან, მათ შორის კი ე.წ. მწერალ-არტისტ-ინ“წი“ლიგენტ სამყაროს მხრიდან ახალგაზრდა დემოკრატიისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ გაავებული ბრძოლა მიმდინარეობდა, სრული საგიჟეთი იყო თავის ქუჩებში გალიებითა თუ საკნებით, (მათ საკანისტები ვუწოდე ადრე!) ახლა სიტყვა არ დაძრეს, ახლა ისინი გაყუჩდნენ და ასე გაყუჩებულები უყურებენ თუ გარკვეული ან გაურკვეველი ჩვენი მოქალაქეები როგორ ჩაატარებენ ე.წ. „ქართულ მარშს“ რომელიც „რუსული მარში“-ს ანალოგია და წმინდა წყლის ფაშიზმია, ფორმითაც და შინაარსითაც.

მე მწერალი ვარ, ქართველი პოეტი და რომანისტი და ისტორიულ სირცხვლად მიმაჩნია მთლიანად მთავრობისა თუ საზოგადოების ერთი უშველებელი ნაწილის დუმილი.

სირცხვილია და სიშტერის უტყუარი ნიშანიც, დღეს, ისევ და ისევ გაუთავებლად ელემენტარულ რამეზე ველაპარაკო ადამიანებს, რომ რუსეთი მტერია და ყველაფერი კრემლთან დაკავშირებული საშინელებაა ჩვენი შვილებისათვის და საქართველოსათვის და მთელი თავისუფალი სამყაროსათვის, ეს ისედაც ნათელი უნდა ყოფილიყო უკვე საუკუნეებისა თუ ათწლეულების მანძილზე. ამ სიშტერისთვის არ დაუდიათ თავი ქართველ გმირებს, ამ გაყუჩებულ ავადობას არ ეწირებოდნენ დიდებული პიროვნებები, მათ თავისუფლების სჯეროდათ - საქართველოს დიდების სჯეროდათ. მჯერა მეც - სინამდვილე კი ჩემ რწმენას სიგიჟედ ნათლავს და დასცინის.

ხელისუფლება და ჩემი თანამოქალაქეები ჭაობში ითრევენ ქვეყანას, მტერთმორწმუნე, უბნელეს და უბილწეს ჭაობში ითრევენ, მაგრამ მათ იმედი უნდა გავუცრუოთ, რადგან ისტორიულად საკითხი ასე დგას - ეფესბეს პროქტი, „ქართველთა მარში“ თუ ჩემი, ჩვენი, თავისუფალ მოქალაქეთა დევიზი STOP RUSSIA? არჩევანი ყოველ ჩვენგანზეა.

როგორ მჯეროდა ეს არჩევანი უკვე გავაკეთეთ, როგორც ჩანს მთავარი წინაა.“ - განუცხადა ,,ნიუპოსტს“ დავით დეფიმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42