,არცერთი მაღალი დონის განცხადებაში არ ყოფილა საუბარი საქართველოს ოკუპაციაზე“ - ბაქრაძე პრემიერს პასუხობს
პოლიტიკა - 13:25, 10 Jul, 2017     1358
ოკუპაციის საკითხი საქართველოში - პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული თემა ნებისმიერ მნიშვნელოვან, საერთაშორისო დონის შეხვედრაზე პრიორიტეტულია. პრემიერის ამ საკითხთან მიმატებით, ოპოზიციას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი კლიდერი დავით ბაქრაძე ,,ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, არც ერთი მაღალი დონის განცხადებაში არ ყოფილა საუბარი საქართველოს ოკუპაციაზე და სწორედ ეს არის ხელისუფლების მუშაობის შედეგი:

„ბოლო რამდენიმე თვეა უკვე, არსად, არცერთი მაღალი დონის განცხადებაში არ ყოფილა საუბარი საქართველოს ოკუპაციაზე. აი ახლაც, ბოლო პერიოდში, ზედიზედ ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის პრეზიდენტის იუნკერის განცხადება, რომელმაც მკაფიოდ ილაპარაკა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაზე და ყირიმზე. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპის და მდივან, ტილერსონის განცხადებები, რომლებმაც ასევე ისაუბრეს მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაზე და ყირიმზე. ჩვენ მოვისმინეთ ჰამბურგში, დიდ ოცეულზე გაკეთებული განცხადებები, სადაც ისევ საუბარი იყო მხოლოდ უკრაინაზე. აი ეს არის ფაქტები და ეს არის ხელისუფლების მუშაობის შედეგი. რაში გამოიხატება მათი მუშაობა, თუ ჩვენი ყველა უცხოელი, მაღალი დონის პარტნიორი საჯაროდ საუბრობს მხოლოდ უკრაინაზე და არავინ არ ახსენებს საქართველოს? ამიტომ, ეს ფაქტები ძალიან ნათლად აჩვენებს იმას, თუ ვინ ჭორაობს. ძალიან ნათლად აჩვენებს იმას, თუ ვისზეა პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ იმ ნაწილში, სადაც რუსეთთან უნდა იყოს დიალოგი და არ უნდა ავყვეთ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, მეორე ნაწილში, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველომ არ უნდა დათმოს და პოლიტიკური საშუალებებით უნდა დაიცვას საკუთარი ინტერესი, აი ამ ნაწილში ჩვენ ხელისუფლებას რადიკალურად არ ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ ხელისუფლება, რეალურად, არაფერს არ აკეთებს საერთაშორისო დონეზე, დიპლომატიურ-პოლიტიკურ დონეზე საქართველოს ინტერესების დასაცავად.“- აცხადებს დავით ბაქრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42