„პრემიერი ამბობს სხვა რამეს, რეალურ ცხოვრებაში ხდება აბსოლუტურად სხვა რამე. რა დიალოგის შეთავაზებაზეა ლაპარაკი, როდესაც პარლამენტში კანონპროექტი არის მესამე მოსმენაზე. მესამე მოსმენა არის რედაქციული. რაზე გვთავაზობენ კონსენსუსს, რომ წერტილ-მძიმე ჩავამატოთ მიღებულ კონსტიტუციაში? დათმობაზე საუბარი მაშინ, როდესაც არ აპირებენ მეორე მოსმენაზე დაბრუნებას და კანონი მესამე მოსმენით არის, ეს არის უბრალოდ დაცინვა ქართული პოლიტიკური სპექტრისაც, ქართული საზოგადოებისაც და ემსახურება ვენეციის კომისიის და ბატონი ბუკიკიოს შეცდომაში შეყვანას,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.
"ნაციონალური მოძრაობაში" კი მიიჩნევენ, რომ დიალოგს მაშინ აქვს აზრი თუ მმართველი გუნდი ოპოზიციის შენიშვნების გაზიარებას და პროექტში ასახვას რეალურად გეგმავს.
„ერთი ბარტყის გადმომიგდეს პრინციპი არ წავა. ნამდვილ პატრიოტებს და ნამდვილ შეგნებულ ადამიანებს ვერ მოისყიდიან რომელიმე ერთი კომპონენტის დათმობით. მთელი პროცესი უნდა დაიწყოს თავიდან და თუ ამაზე უნდათ ლაპარაკი, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ,“ - აცხადებს ნიკა რურუა.
ლიდერები პრემიერმინისტრისა და მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებსაც ეხმაურებიან, სადაც დიალოგის მზაობაზეა საუბარი.
მასალის გამოყენების პირობები






