გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის სასახლეში დღეს სავარაუდოდ არ გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს. გიორგი კვირიკაშვილს პრეზიდენტთან შეხვედრის აუცილებლობაზე არ უსაუბრია, ცნობილია, რომ პრეზიდენტი პრემიერს განცხადებით უპასუხებს:
„სამწუხაროდ, ოპოზიციის უდიდესი ნაწილი არ არის განწყობილი კონსტრუქციულად იმისკენ, რომ ჩვენ უფრო ფართო კონსენსუსს მივაღწიოთ. კონსტიტუციის შექმნის ცვლილებების წერის პროცესში იყო შექმნილი კომისია, რომელშიც ყველას ქონდა საშუალება ჩართულიყო, მათ შორის პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას. დღეს საკითხი არის ორი მოსმენით დასრულებული. ჩვენ მზად ვართ, კიდევ გადავდგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ვიპოვოთ ის საკითხები, რომელიც გარკვეულწილად შეარბილებს ამ ფონს და რაღაც დონის კომპრომისი იქნება ჩვენი მხრიდან. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, ჩავერთოთ ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებებში,“ - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






