განგაში ოკუპაციის წინააღმდეგ - ქართველი მწერლების მიმართვა საქართველოს მთავრობას
პოლიტიკა - 16:38, 09 Jul, 2017     11697
მოვითხოვთ სათანადო ქმედით რეაგირებას მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ! არა ოკუპაციას! - ქართველი მწერლები საქართველო ხელისუფლებას რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებენ და საგანგებო წერილით მიმართავნ.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ მიმართვის ტექტს:

ქართველი მწერლების მიმართვა საქართველოს მთავრობას, მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, საერთაშორისო პენ-ცენტს, ყველ მწერალს.

საქართველო თავისუფალი ქვეყანაა. თავისუფლება მეზობელ იმპერიებთან მრავალსაუკუნოვან დაუღალავალ ბრძოლაში მოიპოვა და სხვა ქვეყნებსაც არაერთხელ აჩვენა თავგანწირული ბრძოლის მაგალითი.

რუსეთ–საქართველოს 1990–1992 წლების სამაჩაბლოს (ცხინვალის რეგიონის), ხოლო 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ რუსეთმა დაიწყო ქართული მიწების ოკუპაცია და ეთნიკური ქართველების გენოციდი. ეს შეუქცევადი პროცესები 2008 წლის რუსეთ–საქართველოს აგვისტოს ომით გაგრძელდა.

2008 წლის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% კვლავ რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ამავდროულად რუსეთი თვითნებურად დადგენილ საზღვრებს პერმანენტულად აფართოებს - განაგრძობს მცოცავ ოკუპაციას.

ამის შედეგია ის, რომ დღეს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვარს“, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან, სულ რაღაც 400 მეტრი აშორებს.

ჩვენ, ქართველი მწერლები, საქართველოს მთავრობისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ნება-სურვილი და გულისტკივილი, სასწრაფოდ მოახდინოს სათანადო, ქმედითი რეაგირება მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ - ატეხოს განგაში, მსოფლიოს ცხადად გააგებინოს, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, ჩართოს ყველა საერთაშორისო სეგმენტი თუ ორგანიზაცია, მუდმივად აპროტესტოს მცოცავი ოკიპაციის პროცესი ყველა საერთაშორისო ინსტანციაში, რათა მსოფლიომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში მხარი დაგვიჭიროს.

ასევე მივმართავთ მსოფლიოს თავისუფალ საზოგადოებას, ჩვენს კოლეგებს ყველა ქვეყანაში, ვისთვისაც თავისუფლება და დემოკრატია მთავარი ფასეულობებია, - აიმაღლონ ხმა იმპერიალისტური აგრესიის წინააღმდეგ.

დღეს მსოფლიო, როგორც არასდროს, ერთსულოვნად სოლიდარულია თავისუფალი, დემოკრატიული პრინციპების მიმართ და, შესაბამისად, ისეთივე მნიშვნელოვანია ერთი ქვეყნის, ერთი ერის განსაცდელი, როგორც მთელი კაცობრიობისა.

გვჯერა ამ ერთსულოვნებისა და საერთაშორისო თანადგომის.

დიანა ანფიმიადი

ინა არჩუაშვილი

ლუკა ბაქანიძე

ზაზა ბიბილაშვილი

რეზო გეთიაშვილი

ანა გრიგი

ნინო გუგეშაშვილი

თეონა დოლენჯაშვილი

ნატა ვარადა

გიორგი ზანგური

ლაშა თაბუკაშვილი

რეზო თაბუკაშვილი

ნატო ინგოროყვა

გიორგი კაკაბაძე

ირაკლი კაკაბაძე

ზვიად კვარაცხელია

ლადო კილასონია

ბაჩო კვირტია

ირაკლი ლომოური

მაკა ლდოკონელი

შორენა ლებანიძე

გიორგი ლობჟანიძე

ირმა მალაციძე

გურამ მეგრელიშვილი

მანანა მენაბდე

რობერტ მესხი

სოსო მეშველიანი

მიხო მოსულიშვილი

გაგა ნახუცრიშვილი

ქეთი ნიჟარაძე

ზურაბ რთველიაშვილი

დავით რობაქიძე

ნათია როსტიაშვილი

ნინია სადღობელაშვილი

ზურა სამადაშვილი

ლელა სამნიაშვილი

ეკატერინე ტოგონიძე

თამრი ფხაკაძე

გურამ ქართველიშვილი

ბექა ქურხული

ლექსო ქურხული

ცირა ყურაშვილი

პაატა შამუგია

ბელა ჩეკურიშვილი

გელა ჩქვანავა

თემურ ჩხეტიანი

თამაზ ჭილაძე

მარიამ წიკლაური

ვახტანგ ჯავახაძე

ირაკლი ჯავახაძე

კატო ჯავახიშვილი

მაკა ჯოხაძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42