ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 34 წლის ახალგაზრდა ქალი ნინო კაცაძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, პაციენტმა ჭარბწონიანობის გამო კუჭზე ოპერაცია ორი თვის წინ გაიკეთა, რის შემდეგადაც მისი მდგომარეობა ყოველდრე უარესდებოდა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გუშინ საავადმყოფოსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ ამ დრომდე მკურნალი ექიმისგან განმარტებები არ მიუღიათ. მათივე ინფორმაციით, ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.
საავადმყოფოს ეზოში შეკრებილებმა მედპერსონალი უყურადღებობასა და გულგრილობაში დაადაშაულეს. მათი თქმით, პაციენტი რამდენიმე დღე უგონო მდგომარეობაში აპარატზე იყო მიერთებული და მისი სხვა საავადმყოფოში გადაყვანის საშუალებას არ აძლევდნენ. აქციის მონაწილეები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მხრიდან ამ საკითხით დაინტერესებასა ქირურგის, ზურაბ ჩიხლაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ჰოსპიტალური განვითარების ცენტრის დირექტორი, ეკა ქავთარაძე პაციენტ ნინო კაცაძის ახლობლების ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ექიმები პასუხისმგებლობას იღებენ როგორც კუჭის ოპერაციაზე, ასევე ახლახანს ჩატარებულ მკურნალობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






