თავდაცვის მინისტრმა GAU-ს კურსდამთავრებულებს გამოსაშვებ ცერემონიალზე სიტყვით მიმართა
პოლიტიკა - 18:40, 08 Jul, 2017     1509

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) კურსდამთავრებულთა მეათე საიუბილეო გამოსაშვებ ცერემონიალს საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო. თავდაცვის მინისტრმა უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის 150-მდე კურსდამთავრებულს სიტყვით მიმართა.

ლევან იზორიამ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტი წარმატებული კარიერისათვის კარგ პლატფორმას იძლევა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, GAU-მ არსებობის 12 წლის მანძილზე ბევრი ამბიციური პროექტი განახორციელა და საერთაშორისო ჩართულობით განვითარების მზარდი პოტენციალი აქვს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებსაც შეეხო და ყურადღება თავდაცვის სფეროში სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის საკითხზე, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ლევან იზორიამ ახალგაზრდებს მიზნისკენ სწრაფვა და ქვეყნის აღმშენებლობაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა უსურვა.

GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან სალექციო საქმიანობა აკავშირებდა. მან უნივერსიტეტსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა.

ცერემონიალზე სტუდენტებს სამართლისა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ მიმართა; ვიდეოკონფერენციის საშუალებით კი, კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტის პროფესორმა პეტრ ოცელიკმა და აზერბაიჯანის შაჰდაგის საერთაშორისო პროექტის წარმომადგენელმა შარმან შუმ მიულოცეს.

მოგვიანებით, ლევან იზორიამ რეიტინგით პირველ და მეორე ადგილზე გასული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულები სიგელებით დააჯილდოვა. ცერემონია, რომელიც სასტუმრო „ბილტმორში“ ჩატარდა, დიპლომების გადაცემითა და საზეიმო მიღებით დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს (GAU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წელს გაფორმდა. მემორანდუმის მიზანს თავდაცვის სამინისტროსა და GAU-ს მიერ ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და სხვა სახის სოციალური აქტივობების განხორციელება წარმოადგენს.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც 2005 წლიდან განათლების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების აღზრდას ემსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42