ი/მ თეიმურაზ ნასყიდაშვილის მარცვლეულის შესანახი მეურნეობა 6 000 ტონა მარცვლეულის შენახვას უზრუნველყოფს. საწარმოში, რომელიც 2017 წლის ივნისში ამოქმედდა, 7 ადამიანია დასაქმებული. მარცვლეულის პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
ი/მ თეიმურაზ ნასყიდაშვილი „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 490 000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა; აქედან, 390 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 100 000 აშშ დოლარი - საკუთარი ინვესტიცია.
2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო.
სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
მასალის გამოყენების პირობები






