სტიქიას მარტვილში მსხვერპლი მოჰყვა - მდინარე აბაშისწყალში ადგილობრივი მამაკაცი დაიხრჩო. ის პირუტყვს მიერეკებოდა, რა დროსაც ადიდებულმა მდინარემ წაიღო.
მომხდარ ფაქტზე, შსს-ში გამოძიება დაიწყო.
„7 ივლისს, 18 საათსა და 46 წუთზე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ მარტვილში, ადიდებულ მდინარე აბაშისწყალში, 65 წლის მამაკაცი მსხვილფეხა პირუტყვის გამოსაყვანად შევიდა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18 საათსა და 50 წუთზე უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. უბედური შემთხვევიდან ზუსტად 6 წუთში შსს-ს მაშველებმა და მყვინთავებმა მამაკაცის ცხედარი 10 მეტრის სიღრმიდან ამოიტანეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.
მასალის გამოყენების პირობები






