საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით, მმართველ გუნდს 10 ივლისიდან კონულტაციების დაწყებას სთავაზობს. აღნიშნულს „ნიუპოსტთან“ საუბრისას „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აფასებს.
პოლიტიკოსის განცხადებით, პრეზიდენტის შეთავაზება მოლაპარაკებების განახლებაზე დროულია. მისივე თქმით, პროექტის ორი მოსმენით მიღებამ ვითარება დაძაბა და პოცესი ჩიხში შეიყვანა, მსგავს სიტუაციაში კი მოთხოვნა პროცესის შეჩერებასა და საკონსტიტუციო პროექტის გამოწვევაზე ლოგიკურია:
„ხელისუფლების დესტრუქციულ ნაბიჯებს საკონსტიტუციო რეფორმის საკითხში, ოპოზიციამ მხოლოდ კონსტრუქციულობით უნდა უპასუხოს და ასეც იქცევა, მაგრამ კარგად უნდა ესმოდეს ხელისუფლებას და ამ პროცეში მონაწილე ყვეალა მხარეს, რომ ზომიერება და კონსესუსის მიღწევის სურვილი, უპრინციპობაში არ უნდა გადაიზარდოს.
ხელისუფლების ცვალებადობის საარჩევნო გზის შეზღუდვა, უმთავრეს დემოკრატიულ ფასეულობებზე უარის თქმაა, ხოლო ამ მომენტისთვის დღის წესრიგში სწორედ საარჩევნო სისტემა დგას. დროულია პრეზიდენტის შეთავაზება მოლაპარაკებების განახლებაზე, მაგრამ ყვლას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საკონსტიტუციო პროექტის ორი მოსმენით მიღებამ ვითარება დაძაბა და პროცესი ჩიხში შეიყვანა. ლოგიკურია მოთხოვნა, რომ განხილვა შეჩერდეს და პროექტი იქნეს გამოწვეული, რაც გააჩენს კონსესუსის მიღწევის შანსებს.
ბოლოს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ შეთახმება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გარეშე, გარიგებაა და არა კონსესუსი და ეს ყველას კარგად უნდა ესმოდეს“, - აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






