"გამოიკვეთა, რომ გვაქვს რადიკალურად საპირისპირო მიდგომები"- რას აცხადებს აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შემდეგ
პოლიტიკა - 16:50, 07 Jul, 2017     3537
პრაღაში საქარველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 2011 წელს გაფორმებული საზაჟო მონიტორინგის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხის გარდა ერთ-ერთი მთავარი თემა ოკუპანტების მიერ უკანონო ბორდერიზაციის პროცესიც იყო. ზურაბ აბაშიძის თქმით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებიტ გრიგორი კარასინის შეფასება იყო ის, რომ ეს საკითხი არა პრაღის, არამედ ჟენევის ფორმატში უნდა იქნეს განხილული. პრემიერი სპეცწარმომადგენლის თქმით კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით შეხვედრის მონაწილე მხარეებს რადიკალურად საპირისპირო მიდგომები აქვთ:

„მე მივეცი ჩვენი შეფასება იმ ფაქტებს, რაც ოკუპირებულ რეგიონებში და საოუპაციო ხაზზე ხდება. მისი რეაქცია გახლავთ, რომ ეს საკითხები ჟენევაში უნდა განვიხილოთ და აქ ამის ადგილი არაა. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ გვაქვს აბსოლუტურად საწინააღდეგო, რადიკალურად საპირისპირო მიდგომები ამ ვითარებასთან დაკავშირებით. მე ვთქვი, რომ ფონი რომელიც ჩვენი შეხვედრისათვის იქმნება არის ძალიან უარყოფითი.“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძემ პრაღის ფორმატთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ ეს ფორმატი კომუნიკაციის საშულებაა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან მოწონებულია:

„ეს არის ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფორმატი, შეიძლება იყოს აბაშიძე, შეიძლება იყოს დოლიძე, იქაც შეიძლება იყოს კარასინი ან ივანოვი. მაგრამ კომუნიკაცია აუცილებელია. ამას ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, თუ რას ფიქრობენ ისინი ჟენევის და პრაღის ფორმატებზე, მათი დამოკიდებულება არის ცალსახა, რომ ეს უნდა გაგრძელდეს“- აღნიშნა აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42