ფორუმში მონაწილეობენ ევროკავშირის, აშშ-ს ლიდერები და სხვა ოფიციალური პირები.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თენგიზ ფხალაძის ორმხრივი შეხვედრები ატლანტიკური საბჭოს პრეზიდენტ ფრედერიკ კემპესთან, ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ დაიმონ ვილსონთან, ესტონეთის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკურ მრჩეველ კილიინე სილასტე-ელლინგთან, ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ვარშავის ოფისის ხელმძღვანელ პიოტორ ბურასთან, ბალკანეთის ფორუმის თავმჯდომარე ჰაკი აბაზისთან, ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბეატა იაჩევსკასთან, ბულგარეთის პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან ატანას კრასტინთან, ხორვატიის პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელთან ნატალია ჰმელინასთან და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორ სლავომირ დებსკისთან.
თენგიზ ფხალაძე, ასევე დაესწრება ატლანტიკური საბჭოს სახელით გამართულ მიღებას და ატლანტიკური საბჭოს თავისუფლების ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას.
მასალის გამოყენების პირობები






