"მე ვარ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, მაგრამ მათ დაშვებულ შეცდომებზე ღიად ვსაუბრობ "- ზაალ უდუმაშვილი
პოლიტიკა - 14:37, 07 Jul, 2017     15383
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თბილისელების პრობლემებს 24 საათის განმავლობაში მოისმენს და მათ მოგვარებაზე მოსახლეობასთან ერთად იზრუნებს.

"24 საათის განმავლობაში, თბილისის ქუჩებში ვიქნები გასული, შევხვდები ყველა რაიონსა და უბანში მცხოვრებ ადამიანებს. დავივლი კორპუსებს, სახლებს გავეცნობი მათ პრობლემებს, რათა მათი გადაჭრა უკეთ შევძლო. ჩემი მთავარი ხაზი თბილისელების მოსმენა და მათთან ერთად ამ პრობლემების გადაჭრა იქნება"- განაცხადა ტვ.პირველის ეთერში მერობის კანდიდატმა.

ზაალ უდუმაშვილმა ღია ეთერში განაცხადა, რომ "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულება წინა ხელისუფლების შეცდომა იყო.

ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ არის ეს თემა ენმ-ს ერთგვარი ტაქტიკა, რადგან კომპანიასთან შეთანხმება გიგი უგულავას მერობის დროს მოხდა, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე წევრთან ერთად დატოვა. უდუმაშვილმა უგულავას იმ განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც ენმ-ს მერობის კანდიდატს "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულება წაკითხულიც კი არ აქვს.

უდუმაშვილის თქმით, მას წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრის კომპლექსი არ აქვს.

"მე იმაზე მეტი რამ მაქვს წაკითხული, ვიდრე ეს მათ ჰგონიათ. პერსონებზე არ ვსაუბრობ, ვაცხადებ, რომ ეს შეცდომა წინა ხელისუფლების დროს იყო დაშვებული და ამაზე ძალიან ღიად ვსაუბრობ. მე არცერთი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომაზე პასუხისმგებელი არ ვარ. დიახ, მე ამ ბრძოლაში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვარ, მაგრამ ასევე ღიად შემიძლია ვისაუბრო იმ შეცდომებზე რაც დაშვებული იყო მათი ხელისუფლების პირობებში"- განაცხადა უდუმაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42