პრეზიდენტი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს
პოლიტიკა - 14:34, 07 Jul, 2017     1680
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო დიალოგის დაწყებას 10 ივლისიდან სთავაზობს. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა, უახლოეს ხანებში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები დისკუსიის დასაწყებად და იმ საკითხთა ნუსხაზე ჩამოსაყალიბებლად, რომელთა შესახებაც კონსენსუსთან დაკავშირებით მზაობა არსებობს.

„საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით დიალოგის აუცილებლობაზე და მზაობაზე ყველა მხარე საუბრობს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლდათ პრემიერ კვირიკაშვილის გუშინდელი განცხადება, რომელიც მკაფიოდ მიანიშნებდა ამ საკითხებზე.

ყველასათვის ცნობილია ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას კრიტიკული შენიშვნები აქვს: საპარლამენტო საარჩვენო სისტემის, პრეზიდენტის უფლებამოსილების, უსაფრთხოების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და სხვა საკითხები.

დღეს უკვე ყველა ვაცხადებთ იმას, რომ კონსენსუსის გარეშე მიღებული კონსტიტუცია არ იქნება მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, დაბალი ლეგიტიმაციის კონსტიტუცია კი, ვერ უზრუნველყოფს ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრას, ამიტომ ნუღარ დავაყოვნებთ, რაც უფრო მეტი განცხადება გაკეთდება შესაძლოა, გაჩნდეს ახალი სხვადასხვა საკითხები და ამან ერთგვარი დაბნეულობა გააჩინოს საზოგადოებაში, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები, შევიკრიბოთ, ალბათ ორშაბათს, ჩამოვყალიბდეთ რა საკითხებზე შეგვიძლია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და რით შეგვიძლია ვუპასუხოთ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მკაფიო მოწოდებას, რეკომენდაციას, მითითებას ამ პროცესთან დაკავშირებით“,- აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.

ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, თუ პოლიტიკური ნება იარსებებს ბევრი გზის გამონახვა შეიძლება იმისათვის, რომ ურთიერთთანხმობის დოკუმენტი ისე მივიღოთ, რომ არსებული პროცესი სამართლებრივი ჩარჩოებიდან ამოვარდეს, მაგრამ რეალურად ჩვენ მივიღოთ კონსენსუსის საფუძველზე შექნილი დოკუმენტი და გამართული კონსტიტუცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42