როგორც მედიას უდუმაშვილმა განუცხადა, მის შტაბს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უხელმძღვანელებს.
ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, მან დაიწყო ბრძოლა თბილისის გადასარჩენად. მერობის კანდიდატმა, თანაგუნდელს მადლობა გადაუხადა, რომ შეთავაზებას დათანხმდა.
ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო შტაბი 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
მან ამომორჩეველს მოუწოდა საკუთარი მოსაზრებები და პრობლემების შესახემ მიაწოდოს ინფორმაცია.
"დღეიდან, ჩემი საარჩევნო შტაბი ოფიციალურად იხსნება რაც იმას ნიშნავს, რომ სრული მობილიზაცია გვაქვს იმისთვის, რომ დავიწყოთ გადამწყვეტი ბროლა თბილისის გადარჩენისთვის. წინასაარჩევნო კამპანიის სრული კოორდინაცია სწორედ ამ შტაბიდან მოხდება. შტაბი ღია იქნება მოქალაქეებისთვის და მედიის წარმომადგენლებისთვის", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შტაბში უკვე ამოქმედდა ცხელი ხაზი: 2 51 52, მისამართი: რუსთაველის 19.
მასალის გამოყენების პირობები






