რუსეთი 1 მეტრით გადმოწევს საზღვარს, თუ 100 მეტრით, ქვეყნის 1/3 ოკუპირებული მაინც აქვს - ფოფხაძე
პოლიტიკა - 20:54, 06 Jul, 2017     24613

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს პრეტენზია რუსეთის მიმართ არ უნდა იყოს დაკავშირებული საოკუპაციო ხაზის გადმოწევის კონკრეტულ შემთხვევებთან, არამედ მთლიანად ოკუპაციასთან.

"ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და რუსები 1 მეტრით გადმოიწევიან თუ 100-მეტრით, ქვეყნის თითქმის 1/3 აქვთ ოკუპირებული", - აცხადებს ქართული ოცნების წევრი.

"სამწუხაროდ, უხეშ ძალასთან სხვა ფორმით ურთიერთობა შეუძლებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი მარტო საქართველოში არ მიდის - მიდის უკრაინაში და რუსეთის დამოკიდებულება არც საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში ექცევა და არც რაიმე დიპლომატიის სტანდარტებს ექვემდებარება. აქედან გამომდინარე, ჩვენი ერთადერთი გამოსავლი არის საერთაშორისო საზოგადოების ჩარევა.

ფოფხაძის აზრით, საქართველოს პრეტენზია რუსეთის მისამართით დაკავშირებული უნდა იყოს მთლიანად ოკუპაციასთან და არა საზღვრის გადმოწევასთან. იგი მიიჩნევს, რომ რუსეთის დღის წესრიგშია ვისაუბროთ მცოცავ ანექსიაზე და მის კონკრეტულ ქმედებაზე და არა მთლიან ოკუპაციაზე. დეპუტატის ინფორმაციით, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე მიიღებს რეზოლუციის პროექტს, რომელიც რუსეთის ანექსიის თაობაზე კომისიის ფარგლებში მომზადდა.

"რუსეთისთვის ეს არის ერთგვარი მეთოდი არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის შელახვისა, არამედ თავისი მხრიდან დღის წესრიგის განსაზღვრის მცდელობა - სულ ვიყოთ დამოკიდებული რუსეთის დღის წესრიგზე, ვისაუბროთ მცოცავ ანექსიაზე და მის კონკრეტულ ქმედებაზე. საჯარო რეალობა, რაზეც რეალურად უნდა იყოს საუბარი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ერთი მეტრით გადმოიწევიან თუ 100-მეტრით, ქვეყნის თითქმის 1/3 აქვთ ოკუპირებული. ასე რომ, ჩვენი პრეტენზია რუსეთთან ნამდვილად ვერ შემოიფარგლება კონკრეტული ნაბიჯებით მისი მხრიდან", - ამბობს ფოფხაძე.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42