"მოვუწოდებ საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესზე "- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 19:50, 06 Jul, 2017     1573
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დასწრო, ამერიკის ელჩს და ამერიკელ ხალხს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისალოც მიმართვაში საქართველოს პრეზიდენტმა დასავლური ღირებულებების ერთგულებასა და ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესზე ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილი მიესალმა პრემიერის დღევანდელ წინადადებას საკონსტიტუციო პროცესში აქტიური დიალოგის შესახებ, მოუწოდა პოლიტიკურ პარტიებს აქტიურად ჩაერთონ საკონსტიტუციო დიალოგში, საპარლამენტო უმრავლესობას კი - არ იძალადოს პოლიტიკურ პროცესებზე.

„კაცობრიობის ისტორიაში ძალიან ცოტაა ისეთი ამაღელვებელი ტექსტი, როგორც დამოუკიდებლობის დეკლარაციაა.

ამ დეკლარაციის ავტორები ნათლად ხედავდნენ, რომ ადამიანი გაჩენილია თავისუფალი უფლებით, ღმერთისგან მიცემული უფლებით- ესწრაფოდეს ბედნიერებას და ამ განცხადებას აფუძნებენ და ხელს აწერენ თავისი სიცოცხლით, თავის ქონებით და თავისი ღირსებით.

გამომდინარე იქედან, რომ ამერიკელმა ხალხმა 240 წელზე მეტი შესძლო ამ იდეალების მსახურება, ვართ ჩვენ აქ და ვზეიმობთ თქვენთან ერთად.

სწორედ იმიტომ რომ, ამ მაღალი იდეალების მსახურება შეძლო თქვენმა ქვეყანამ და ერმა, ჩვენ ვართ ამაყი, რომ ვართ თქვენი მოკავშირეები. ჩვენ ვართ ამაყი, რომ ჩვენი მამაკაცი და ქალი სამხედროები თქვენს ჯარისკაცებთან ერთად იბრძვიან. ჩვენ ვართ ამაყი, რომ თქვენთან ერთად ვემსახურებით თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ადამიანის ღირსების ღირებულებებს.

დღეს, როდესაც აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის დღეს, აღვნიშნავთ ყველა იმ ადამიანის ღვაწლს, რომელმაც ამ 200-ზე მეტი წელია არ დაწია დაბლა მაღალი იდეალების დროშა და ბოლომდე ემსახურებოდა მას ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ეს გზაგასაყარი ყოველდღე დგება და დღესაც, როდესაც საქართველო კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაღრმავების მიმართულებით ჩვენ ყურადღებით ვუბრუნდებით ამ იდეალებს.

ამიტომაც, მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტიდან-საკონსტიტუციო პროცესში, მინდა მივესალმო პრემიერმინისტრის წინადადებას საზოგადოებასთან და პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური დიალოგის შესახებ.

მინდა მოუწოდო პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკურ ოპოზიციას, საზოგადოებრივ ჯგუფებს აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციის განხილვის პორცესში, რათა კონსიტიტუცია შედგეს როგორც თანხმობის, როგორც ერის გამაერთიანებელი დოკუმენტი, ისე, როგორც დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან სულ რამდენიმე წელიწადში შექმნეს შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

მინდა მოუწოდო საპარლამენტო უმრავლესობას, არ იძალადოს პოლიტკურ პროცესზე და აქტიურად დიალოგი აწარმოოს საზოგადოებასთან და პოლიტიკურ ოპოზიციასთან.

ასეთი აქტიური დიალოგით ჩვენ ვიქნებით ერთგული იმ ღირებულებების, რომელიც არსებობს ქართულ კულტურაში, იმ ღირებულებების, რომელთაც დღეს აღვნიშნავთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ მნიშვნელოვან დღეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი სადღესასწაულო მიღებაზე ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42