რვა არასამთავრობო ორგანიზაცია სოფელ ბერშუეთთან, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. სასაზღვრო ბანერის აღმართვის ფაქტს ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლებას მოთხოვნით მიმართავს.
არასამთავრობოები რეაგირებისთვის საერთაშორისო თანამეგობრობასაც მიმართავს.
მათი თქმით, აშკარაა, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება.
განცხადებაში მომხდარი შეფასებულია, როგორც გამოწვევა რუსეთის მხრიდან, რომელიც აგრძელებს ძირითადი საერთაშორისო ნორმების და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას.
„აშკარაა, რომ რუსეთის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრული ანექსია და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება,“ - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, ხელისუფლებამ ანტიანექსიური სტრატეგია შეიმუშაოს.
მასალის გამოყენების პირობები






