„ურემი უკვე გადაბრუნებულია“, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ პოზიტიური მაგალითი შექმნათ“ - უსუფაშვილის წერილი პრემიერს
პოლიტიკა - 16:03, 06 Jul, 2017     3317
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს.

,,ნიუპოსტი“ წერილს უცვლელად გთავაზობთ.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს

გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი,

როგორც თქვენი განცხადებებიდან ჩანს, შექმნილმა ვითარებამ საკონსტიტუციო პროცესში აქტიურად ჩართვა გადაგაწყვეტინათ, რაც მისასალმებელია. ბევრი, მათ შორის მეც, ყოველთვის თვლიდა, რომ ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ლიდერის ქვეყნის უმთავრეს პოლიტიკურ პროცესში არ მონაწილეობა დაუშვებელი იყო. სამწუხაროდ, „ურემი უკვე გადაბრუნებულია“, მაგრამ თქვენი მკვეთრი პოლიტიკური ნაბიჯებით მისი ფეხზე დაყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესში საკონსტიტუციო უმრავლესობასთან დაკავშირებული ხიფათების ქრესტომათიული მაგალითი შეიქმნა. თქვენ შეგიძლიათ პოზიტიური მაგალითი შექმნათ ამავე მიმართულებით - ქვეყანას თავიდან ააცილოთ სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და თან საკუთარი პარტიაც იხსნათ უკვე დაშვებული შეცდომების შემდგომი მძევლობისაგან. თუ მოხერხდება საკითხის გააზრება უფრო ფართო პოლიტიკურ პრიზმაში, ვიდრე ეს მომავალ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის შენარჩუნების ამოცანაა, მაშინ გამოსავალიც მარტივად გამოჩნდება და მისი დასაბუთებაც.

კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან ბევრი სამართლებრივ-პოლიტიკურ-ინსტიტუციური კითხვა არსებობს, მაგრამ, დამეთანხმებით, კრიზისული ფონის შექმნა საპარლამენტო საარჩევნო სისტემას უკავშირდება. ვითარებას კი ის ამძიმებს, რომ „ოცნების“ პოზიცია სწორედ ამ საკითხშია ყველაზე სუსტი, უარგუმენტო და „პულტების ანაბარა“ დარჩენილი. საქმე იმაშია, რომ 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არის არა ოპოზიციის ახირება, არამედ თავად „ოცნების“ 2015 წლის საკონსტიტუციო ინიციატივა, სათანადოდ გაფორმებული, დარეგისტრირებული, სახალხოდ განხილული, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მოწონებული და პარლამენტში კენჭისყრისთვის მომზადებული.

ეს არ არის მხოლოდ ისტორიული ფაქტი. ეს არის პოლიტიკური განაცხადიც, დაპირებაც და ვალდებულებაც, რომლის არ შესრულება ძალიან ძვირად დაუჯდებოდა და დაუჯდება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. სწორედ ამ ფონზე გამოიყურება განსაკუთრებით უსუსურად, მეტი რომ არ ვთქვა, ხელისუფლების წარმომადგენლების ნებისმიერი არგუმენტი შერეული სისტემის დატოვებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ქვეყნის პარტიულ-პოლიტიკური სისტემა 2015 წელს გამოიყურებოდა მზად პროპორციული არჩევნებისთვის და 2017-ში ეს ასე აღარ არის? თუ ასეა, რა ჩაიდინა ამისთანა „ოცნებამ“ ამ ორ წელიწადში, რომ ასე უკუღმა დატრიალებულა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღების ბორბალი?

ბატონო პრემიერ-მინისტრო, წინ ორი გზაა - თქვენი პოლიტიკური გუნდი ან ბოლომდე მიიყვანს 2015 წელს დაწყებულ საქმეს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ან იგი ერთპარტიულ ავტორიტარიზმს დაისახავს მიზნად და ამ მიზანს შეელეწება, როგორც ყველა მისი წინამორბედი. მახსოვს, ჩვენი საერთო ოცნება მსგავსი შელეწვებისგან ქვეყნის დაზღვევა იყო" – ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42