ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს, 5 თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 4,5% შეადგინა
პოლიტიკა - 12:57, 06 Jul, 2017     1109
ეკონომიკის ზრდას ხელი შეუწყო ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებულმა რეფორმებმა და საგარეო სექტორის დასტაბილურებამ“, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც მან 2017 წლის 6 თვეში ეკონომიკაში არსებული დინამიკა და ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები შეაჯამა.

მისი განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი რეალური ეკონომიკური ზრდის 4%-იან მაჩვენებელზეა დაგეგმილი. 2017 წლის 5 თვის წინასწარი მაჩვენებლით, აღნიშნულ პერიოდში ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 4,5%, ხოლო მაისის მაჩვენებელმა 5,3% შეადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკურ ზრდის მაღალ მაჩვენებელზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა, კერძოდ:

მნიშვნელოვნად გაიზრდა ექსპორტის მაჩვენებელი. იანვარ-მაისში განხორციელებულმა ექსპორტმა 1 003,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 28,7%-ით მეტია. ჯამში, სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია 14,9%-ით და 3 944,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ იანვარ-ივნისის პერიოდში 2 996 170 ადამიანს მიაღწია, რაც 13,4%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელებზე (ივნისში ზრდამ 28,5% შეადგინა). განვლილ 6 თვეში (1,3 მლნ ტურისტი) ტურისტების რაოდენობის ზრდამ 29,1% შეადგინა (ივნისში ზრდა 43% იყო), რამაც შემოსავლების სახით გასულ წელთან შედარებით 205,0 მლნ აშშ დოლარით მეტი დააგენერირა და 1070,0 მლნ დოლარი შეადგინა.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, დადებითი დინამიკა ფიქსირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით. 2017 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით ეკონომიკაში 403.3 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება. მისი თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიმართა ისეთ სექტორებში როგორიცაა: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, საფინანსო სექტორი, მშენებლობა და უძრავი ქონება.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია ფულადი გზავნილების სტატისტიკაც. მიმდინარე წლის 5 თვეში, წმინდა შემოდინებამ 433 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემს 24.2 პროცენტით აღემატება. გაუმჯობესდა ფულადი გზავნილების დივერსიფიკაცია, გაიზარდა ევროკავშირიდან და აშშ-დან გადმორიცხული გზავნილების წილი მთლიან გადმორიცხვებში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ფისკალურ პოლიტიკაში განხორციელებული რეფორმების შედეგებს. მისი განცხადებით, მოგების გადასახადის რეფორმის შედეგად, მაისში (პირველი სავადო) წინა წელთან შედარებით, დაახლოებით, 120,0 მლნ ლარის რესურსი დარჩა კომპანიებში.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარების შედეგად, განვლილ 6 თვეში ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალურ ხარჯებზე მიიმართა 1 143,8 მლნ ლარი, რაც გასული წლის მაჩვენებელს 269,7 მლნ ლარით (30,9%) აღემატება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42