"კალაძე სუს-ის მეთოდებით - შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობს ბინძური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას"- დეკანოიძე
პოლიტიკა - 12:14, 06 Jul, 2017     3669
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელ ხატია დეკანოიძის განცხადებით, კალაძე სუს-ის მეთოდებით - შანტაჟითა და ზეწოლით ცდილობს ბინძური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რაც არ გაუვა.

საქმე ეხება, 5 ივნისს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა კოკაიას სახლში ჩატარებულ ჩხრეკას.

„გუშინ, სუს-მა ენმ-ის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გოჩა კოკაიას სახლში ჩხრეკა ჩაატარა, რომელიც დაახლოებით 2 საათს გრძელდებოდა. ადგილზე მისულ კანდიდატსა და ჩვენ თანაგუნდელებს მათ განუმარტეს, რომ ჩხრეკის საფუძველი ვინმე ინალიშვილის ჩვენება იყო, რომელიც კოკაიას ისეთს სამსახურეობრივ მაქინაციაში ადანაშაულებდა, რომელთანაც შეხება არ ჰქონია.

ამ საქმესთან დაკავშირებით, გუშინ ღამე ახალი გარემოებები გამოიკვეთა. კერძოდ - ინალიშვილის ადვოკატი და ნათესავები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მას ასეთი ჩვენება არ მიუცია. უფრო მეტიც, ინალიშვილზე სუსის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება, რათა მან კოკაიას წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. საქმე ეხება სასამართლო განჩინებაში არსებულ უზუსტო გარემოებებს. არსებული მტკიცებულებები მათ არ ჰყოფნით, რომ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლით მივიდნენ კოკაიასთან და ამიტომ ზეწოლას ახორციელებენ ინალიშვილზე ყალბი ჩვენების მოსაპოვებლად.

ესაა შანტაჟი და ზეწოლა ენმ-ის კანდიდატზე. ესაა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიის გახსნა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ იგი სუს-ის მეშვეობით ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რათა ჩვენ კანდიდატებსა და აქტივისტებზე ზეწოლა მოახდინოს.

მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, მსგავსი ზეწოლა და შანტაჟი არ გაგივათ"- განაცხადა დეკანოიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42