საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია დასაქმების პოლიტიკაზე ვენაში შეხვედრებს აგრძელებს
პოლიტიკა - 11:37, 06 Jul, 2017     1157
საქართველოს პარლამენტისა და სამთავრობო დელეგაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით ვენაში შეხვედრებს აგრძელებს.

დელეგაციის შემადგელობაში შედიან, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისთავმჯდომარე, მარიამ ჯაში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისთავმჯდომარე, აკაკი ზოიძე, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ცისნამი საბაძე.

ვიზიტის მიზანია, ავსტრიული გამოცდილების გაცნობა საქართველოში დასაქმების ერთიანი პოლიტიკისა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავების კუთხით.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ავსტრიის დასაქმების სახელმწიფო სერვისს, ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სოციალურ საწარმოს ესტუმრა. სტუმრები ადგილზე გაეცნენ დასაქმების სახელმწიფო სერვისის მიერ სამუშაოს მაძიებელთა ვაკანსიების შესახებ ინფორმირებისა და სამუშაოს ძიების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ძირითად საკითხებს.

დელეგაციამ შეხვედრა გამართა, ასევე, ვენის შრომისა და დასაქმებულთა პალატის დირექტორთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ავსტრიის დასაქმებულთა უფლებების დაცვის მექანიზმებზე, ასევე, პალატის, როგორც დასაქმებულთა ინტერესების დამცველი ორგანიზაციის ფუნქციასა და როლზე დასაქმებულთა ინტერესების გატარების საკითხებში.

დელეგაციამ შეხვედრა გამართა ავსტრიის პარლამენტის წევრთან, ავსტრიის სახალხო პარტიის განვითარების პოლიტიკის სპიკერ ფრანც-იოზეფ ჰუაინიგთან. მხარეების საუბრის ძირითადი თემა შშმ პირთა უფლებების დაცვა, მათი დასაქმების საკითხები და პარლამენტებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება წარმოადგენდა.

ვიზიტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება"კომპონენტის - „დღის წესრიგის 2030 მოთხოვნების გათვალისწინება რეგულირების ზეგავლენის შეფასებაში საქრთველოში" - ფარგლებში.

ვიზიტის მხარდამჭერია, ასევე, ავსტრიაში საქართველოს საელჩო და ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42