ლევან იზორია ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსზე მოხსენებით გამოვიდა
პოლიტიკა - 10:39, 06 Jul, 2017     867
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მეორე დღე თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებსა და საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე მსჯელობას დაეთმო.

თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების სესიის მთავარი მომხსენებელი საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო. ლევან იზორიამ მოხსენება მსოფლიოში არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის მაღალი ხარისხის აუცილებლობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის სტრატეგიულ ამოცანას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე ადეკვატური ქმედება, პოტენციური აგრესორის შეკავება და მისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება წარმოადგენს. ლევან იზორიამ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDPR) გაამახვილა, რომლის განხორციელებასაც საქართველო სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად წელს იწყებს. მინისტრის თქმით, პროგრამა აღჭურვილობის, დაკომპლექტებისა თუ სამხედრო მომზადების მაღალ ხარისხს უნდა უზრუნველყოფდეს, მის ფარგლებში კი, ქართველი სამხედროები ადგილზე საერთაშორისო მისიებისთვის მომზადდებიან, ამავე დროს ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის მაღალი ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი.

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული მიმართულებები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასთან იქნება სინქრონიზებული. ეს ყველაფერი კი, საერთო ამოცანის განხორციელებაზეა ორიენტირებული. მინისტრი ტოტალური თავდაცვის კონცეფციასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია საზოგადოების ფართო, მაქსიმალური ჩართულობა, უწყებათშორისი კომუნიკაციის მაღალი ხარისხი. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, ტოტალური თავდაცვის მიმართულებით პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია, რაც წვევამდელთა სისტემის აღდგენაში გამოიხატება. ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მუშაობის პროცესზე საუბრისას, მინისტრმა რეზერვის განახლებული სისტემაც ახსენა.

მოხსენების ბოლოს თავდაცვის მინისტრი ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობას შეეხო. როგორც ლევან იზორიამ განაცხადა, საქართველო ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში კონტრიბუციის მაღალ ხარისხს ინარჩუნებს. მისი თქმით, საქართველო ნატოს ყველაზე სანდო პარტნიორია და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მონაწილე.

მინისტრის მოხსენების შემდეგ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ ეროვნული უსაფრთხოების სამხედრო კომპონენტის შესახებ იმსჯელა.

თავდაცვის მინისტრის მოხსენებამდე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებსა და მიღწევებზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ისაუბრა. მინისტრმა მოხსენება სამხრეთ კავკასიის რეგიონის პრიორიტეტებზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე რეგიონი მდგრადი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კარგ საფუძველს იძლევა. მინისტრის თქმით, საგარეო პოლიტიკის მიზანი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და თანამედროვე, სტაბილური, ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის გაგრძელებაა. მიხეილ ჯანელიძე საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებს შეეხო და ამ კონტექსტში საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე - გაყინულ კონფლიქტებსა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. კონფლიქტების მოგვარება კი, მხოლოდ დიპლომატიური არხებით, დიალოგითა და მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. მიხეილ ჯანელიძე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობებთან ურთიერთობებზე, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობასაც შეეხო.

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მიმოხილვას რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში, ასევე ქვეყნის თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის ანალიზს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირების პროცესში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42