„წინა შემთხვევისგან განსხვავებით ამ ჯერზე სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ადამიანურად მექცეოდნენ, ოფიცერი რომელიც წარსულში აგრესიულად მექცოდა მეგობრული იყო. მან მაჩვენა დოკუმენტი , რომლის მიხედვითაც ჩემი გაძევების გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო. დამოკიდებულების შეცვლა ალბათ მედიის და სახალხო დამცველის მხრიდან გამოჩენილი ყურადღების გამო მოხდა. ვიმედოვნებ ვინმე ვისაც შესაბამისი ძალაუფლება დაინტერესდება ამ შემთხვევით . გამოიძიებს ჩემს საქმიანობას. მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს როგორც კარგი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის პოპულარიზაციას მაინც ვცდილობ და აქ ჩამოსვლის სურვილი მაქვს“- განაცხადა ქუშერმა.
ქუშერის ადვოკატის თქმით, მათ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქვთ კითხვები თუ რა გახდა უცხოელი ინვესტორის დევნის მიზეზი. ბიზნესმენი და მისიადვოკატი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ბიზნეს საქმიანობას უკავშირდებოდეს:
"საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იგივე შეკითხვა გვექნება, უცხოელი ინვესტორის დევნის მიზეზი რა გახლავთ და რა არის დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც შეფუთულია, თუმცა ცალსახად ჩანს, რომ ეს უკავშირდება მის ბიზნესს." - განაცხადა ინდოელი ბიზნესმენის ადვოკატმა, მანანა აფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






