სუს-ის უფროსის მოადგილემ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გახსნა
პოლიტიკა - 10:21, 06 Jul, 2017     1197

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მესამე სხდომა გაიმართა. სხდომა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ გახსნა, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია,გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე და საბჭოს წევრი უწყებების (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროების) წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სხდომას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის დელეგაციის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და „ქბრბ რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის რეგიონული სამდივნოს წარმომადგენლები .ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა.

უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე საბჭოს წევრმა უწყებებმა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის 2015-2019 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ბოლო ერთი წლის (2016-2017) ანგარიში წარადგინეს.

სხდომაზე ასევე განხილული იქნა საბჭოში შემავალი უწყებების სამომავლო გეგმები, საჭიროებები და რეკომენდაციები ქბრბ ეროვნული სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებისა და ამოცანების მისაღწევად. უწყებათშორისი კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, დაისვა თემატური სამუშაო ჯგუფების (ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციულ-ბირთვული) განახლების საკითხი.

სხდომის ბოლო ნაწილი დაეთმო ქბრბ სფეროში ჩართული დონორების საკოორდინაციო შეხვედრის აუცილებლობას, რაზეც მზადყოფნა გამოთქვეს როგორც ქართულმა უწყებებმა, ასევე აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლებმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42