"სუს-ის მანქანები სახლთან ბევრჯერ შევნიშნე... სუსი ასრულებს კალაძის მაფიოზური კლანების დაკვეთას“ - კოკაია
პოლიტიკა - 19:46, 05 Jul, 2017     3285
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოჩა კოკაიას სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაასრულეს. ბინაში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა. კოკაია აცხადებს, რომ სუს-ის წარმომადგენლები მან რამდენჯერმე შენიშნა საკუთარ საცხოვრებელ სახლთან. კოკია მიიჩნევს, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, რომელიც მისი თქმით, ,,კალაძი მაფიოზური კლანების პოლიტიკური დაკვეთაა“.

„უშიშროების მანქანები ჩემი სახლის ეზოში ძალიან ბევრჯერ შევნიშნე, უშიშროების სამსახურიც მომყვებოდა უკან და იმის შემდეგ ვაკვირდები, რომ ყველანაირად ცდილობენ ჩემი პოლიტიკური დევნა მოახდინონ,“ - განაცხადა გოჩა კოკაიამ.

,,დეპუტატი მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს:

დღეს ქართული ოცნების აქტივისტის აბსოლუტურად ცრუ ჩვენების და უსაფუძვლო ბრალდებების საფუძველზე სუსმა განახორციელა ჩემი პირადი და საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკა. ნაციონალური მოძრაობის სახელით მე კენჭს ვიყრი თბილისის საკრებულოში. სწორედ ჩემი წარდგენის შემდეგ 27 ივნისს ჩემს მიმართ სპეცსამსახურების მიერ დაიწყო ფარული თვალთვალი.

აშკარაა, სუსი ასრულებს კალაძის მაფიოზური კლანების პოლიტიკურ დაკვეთას. დღევანდელი ფაქტი არის შანტაჟის და ზეწოლის მცდელობის მკაფიო მაგალითი. ქართული ოცნება კარგად ხვდება, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ და ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთ გზად არჩევნების გაყალბება და ოპონეტების დევნა დარჩა. მინდა მკაფიოდ განვაცხადო, ასეთი მოქმედებით ვერ შემაჩერებენ. მეტიც, მე კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებ ბრძოლას ჩემი გლდანელების ინტერესების დასაცავად და მათი პრობლემების გადასაჭრელად, იმ პრობლემების, რომელიც ხელისუფლებას საერთოდ არ ახსოვს. და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით“ - წერს კოკაია.

გავრცელებული ინფორმაციით კოკაიას სახლში ჩხრეკა ყალბი დოკუმენტის აღმოჩენის მიზნით მიმდინარეობდა, რომელიც მოქალაქე თამაზ ინალიშვილის ჩვენების თანახმად მან წვევამდელს გაუმზადა.

ადვოკატი და”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ონიანი აცხადებს, რომ გოჩა კოკაიას ხელს „ქართული ოცნების“ აქტივისტი ადებს და ედავება, რომ „ენმ“-ის წევრმა მას სამხედრო სამსახურის გადავადების საბუთები გაუკეთა.

„საერთოდ შემხებლობა არ ჰქონდა იმ დოკუმენტთან, რომელზეც საუბარი არის. არა თუ იმ სამსახურს, მთლიანობაში არ შეეძლო, არ ჰქონდა არანაირი ბერკეტი იმისა, რომ ასეთი სახის საბუთი გაეცა. მობრძანდნენ, გაჩხრიკეს მთელი ბინა, გაჩხრიკეს თვითონ გოჩა კოკაია, ვერანაირი ბლანკი, დოკუმენტი, ვერანაირი ბეჭედი, რომელიც რაიმე სახით დაადასტურებდა ბატონ გოჩას ამ საქმესთან კავშირს, ვერ მოიძიეს,“ - განაცხადა გიორგი ონიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42