“თბილისიდან გაჟღერებული ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სამხრეთ ოსეთი სასაზღვრო ნიშნებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში ამონტაჟებს, წარმოადგენს ინფორმაციულ პროვოკაციას, სამწუხაროდ, როგორც ხშირად ხდება პრაღის შეხვედრა ერთი დღით ადრე ამ საინფორმაციო პროვოკაციამ დაჩრდილა. ეს პროპაგანდისტული სატყუარა ძალიან ერთფეროვანია. ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ საკითხის განხილვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, აჩვენებს, რომ როგორ სხვა შემთხვევაში ეს პრეტენზიებიც აბსურდულია.“- აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.
შეგახსნებთ, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართეს, რის გამოც რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.
მასალის გამოყენების პირობები






