პოსტსაბჭოთა მოსახლეობის გამოკითხვა - რუსეთი რეგიონის ნომერი პირველი საფრთხე
პოლიტიკა - 18:42, 05 Jul, 2017     2086

არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, როგორც მოსალოდნელი იყო,გამოკითხული ქვეყნების მოქალაქეებმა მათი ქვეყნის მიმართ ყველაზე არამეგობრულად განწყობილ, საფრთხისშემცველ ქვეყნებად სწორედ ისინი დაასახელეს, რომელ ქვეყნებთან არსებული პოლიტიკური ურთიერთობაც, უახლოესი ისტორიის მანძილზე, მკვეთრი უთანხმოებისა და კონფლიქტების ფონზე მიმდინარეობდა.
პოსტსაბჭოთა სივრცეში (გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა) ჩატარებული კვლევის ფარგლებში რესპონდენტებმა შეაფასეს მათი ქვეყნების მიმართ არამეგობრულად განწყობილი, საფრთხისშემცველი ქვეყნები. თითოეულ ქვეყანაში, კვლევაში მონაწილეობა მიიღო 1200-მა რესპონდენტმა.
როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთაგან, ქართველები და უკრაინელები აღიქვამენ რუსეთს სხვებთან შედარებით ყველაზე მეტად კონფლიქტურ ქვეყნად. ქართველი რესპონდენტების 70%-მა (იხ. გრაფიკი #1), ხოლო უკრაინელების 73%-მა რუსეთი ერთმნიშვნელოვანად შეაფასა, როგორც მათ მიმართ ყველაზე არამეგობრულად განწყობილი ქვეყანა.

საინტერესო შედეგი მივიღეთ მოლდოვასა და ბელარუსში, სადაც მოქალაქეების თითქმის მესამედი ფიქრობს, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც მათ მიმართ არაკეთილგანწყო-ბილია (მოლდოვა - 30%, ბელარუსი - 31%). ამავდროულად, იგივე ბელარუსსა და ასევე, რუსეთში, ყველაზე დიდ საფრთხისშემცველ ქვეყნად განიხილავენ აშშ-ს. ბელარუსში გამოკითხულთა 41%, ხოლო რუსეთში 62% ფიქრობს ამგვარად (იხ. გრაფიკი #2).

გასაკვირი არ არის, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს კონფლიქტურ და საფრთხისშემცველ ქვეყნებად აღიქვამენ. სომხების შეფასებით, ძირითადად, ორი ქვეყანა გამოვლინდა, რომლებიც სომხეთის მიმართ ამგვარი დამოკიდებულებით გამოირჩევიან - აზერბაიჯანი (97%) და თურქეთი (83%). მაშინ, როცა აზერბაიჯანელი რესპონდენტებისთვის საფრთხისშემცველი ქვეყანა ცალსახად გამოიკვეთა - ყველა გამოკითხული აზერბაიჯანელის აზრით, მათი ქვეყნის მიმართ არამეგობრულად განწყობილი სომხეთია.

საბოლოო ჯამში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) არსებული შედეგებით იკვეთება რეგიონისთვის საერთო, არამეგობრულად შეფასებული ქვეყნები - რუსეთი, აშშ და ასევე, არაბულ-ისლამური ქვეყნები. ეს ქვეყნები რეგიონის სამივე ქვეყანაში დასახელდა, როგორც საფრთხისშემცველი.

თუ შევადარებთ რუსეთსა და აშშ-ს, მათ შორის რეგიონში საფრთხისშემცველ ქვეყნად უფრო რუსეთს აღიქვამენ (28,7%), ვიდრე აშშ-ს (2,8%). აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია რეგიონის სამივე ქვეყანაში იკვეთება, თუმცა ამ შედეგს უმეტესწილად მაინც საქართველოს შეფასება განსაზღვრავს, სადაც რუსეთის აღქმა საფრთხისშემცველ ქვეყნად მნიშვნე-ლოვნად ძლიერია ამერიკის მიმართ მსგავს შეფასებასთან შედარებით (იხ. გრაფიკი #3).


საინტერესოა ბოლო 4 წლის განმავლობაში ქართველების მოსაზრებების ცვლილება რუსეთის არამეგობრულობის შესახებ. ეს ცვლილება გვიჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთის საფრთხისშემცველ ქვეყნად აღქმის ტენდენცია იკლებს. კერძოდ, ამგვარი მოსაზრების მქონე ადამიანთა რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში 8%-ით შემცირდა (იხ. გრაფიკი #4).



წყარო ipm.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42