პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის საბჭოს შეხვდა
პოლიტიკა - 15:57, 05 Jul, 2017     1214
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სტრასბურგში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში მჭიდრო თანამშრომლობის, საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა, მეგობრობის ჯგუფის პლატფორმა აქტიურად იქნება გამოყენებული.

„ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა მეგობრობის ჯგუფის აღმასრულებელ საბჭოსთან. ვისაუბრეთ, თუ როგორ გავაგრძელებთ მუშაობას და თანამშრომლობას. ეს იქნება ძალიან აქტიური ფორმატი, რომელსაც გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საქართველო გავხადოთ უფრო კარგად ნაცნობი ევროპელი პარლამენტარებისთვის.

ევროპელი პარლამენტარების ჯგუფი უკვე ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოსთან, მაგრამ აქ არიან ის პარლამენტარებიც, რომლებსაც პირდაპირი შეხება საქართველოსთან არ ჰქონიათ და ჩვენი ქვეყნის ბოლო მიღწევების, რეფორმების შესახებ არ არიან ინფორმირებული. ჩვენ გამოვიყენებთ ამ პლატფორმას იმისთვის, რომ,რაც შეიძლება, მეტი ევროპარლამენტარი ჩავრთოთ უშუალოდ საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებში“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი, ასევე, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საკონსტიტუციო რეფორმას შეეხო.

„ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და ერთ-ერთი თემა, რომელიც განვიხილეთ, იყო საკონსტიტუციო რეფორმა. დაინტერესდნენ საკონსტიტუციო პროცესთან დაკავშირებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით, იმიტომ, რომ ევროპარლამენტში ჩვენი კოლეგები, აღმასრულებელი საბჭოს წევრები აქამდეც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში. მივაწოდეთ ბოლო ინფორმაცია, ვისაუბრეთ იმ პაკეტზე, რომელიც უკვე ორი მოსმენით მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ასევე, ვისაუბრეთ ვენეციის კომისიის შეფასებებთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42