შს სამინისტროს გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი ეწვია
პოლიტიკა - 14:22, 05 Jul, 2017     1022

საქართველოს შს სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი, დიტერ შიურმანი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

გერმანიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და მუნიციპალურ საქმეთა სამინისტროს დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.

მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა როგორც ფედერალურ, ასევე, ფედერალური მიწების დონეზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბერლინში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშეს ნაყოფიერ საქმიანობას, რომელიც ფედერალურ კრიმინალურ სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწების კრიმინალურ პოლიციებთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.

საქართველოს შს მინისტრის თქმით, გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური შეხვედრებისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე იქნა გამოძიებული.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის გადაწყვეტილებით, გერმანული მხარე საქართველოში პოლიციის მეკავშირე ოფიცერის წარგზავნას გეგმავს, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას.

გიორგი მღებრიშვილმა გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსს საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო, მათ შორის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტები, ასევე, საგზაო უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42